მგლები და დათვები პირველები "დაბინავდებიან" თბილისის ახალ ზოოპარკში

გამოწერა

თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში ახალი ზოოპარკის მშენებლობის შესახებ ისაუბრა.

თბილისის ზღვის მახლობლად ახალი ზოოპარკის აშენებას რამდენიმე წელი დასჭირდება. თუმცა ამ დროის განმავლობაში ზოოპარკს დროდადრო შეავსებენ სხვადასხვა ცხოველებთ.

"ზოოპარკის სრულად გასახსნელად საჭიროა დიდი თანხები და რამდენიმე წელი. ჩვენ გადავწყვიტეთ ნელ-ნელა ვაშენოთ ზოოპარკი და ეტაპობრივად გადმოვიყვანოთ ცხოველები. მალე დასრულდება მგლებისა და დათვების ვოლიერების მონტაჟი, შემდეგ გავაკეთებთ ვოლიერებს ნიამორებისათვის და ანტილოპებისათვის. ამის შემდეგ პირველ სტუმრებს უკვე შეეძლებათ მოსვლა ახალ ზოოპარკში", — განუცხადა ზურაბ გურიელიძემ Sputnik-ს.

ყველა თანამედროვე სტანდარტის მქონე ზოოპარკის მშენებლობისათვის გამოიყო უზარმაზარი ტერიტორია — 48 ჰექტარზე მეტი. აქ უკვე ფუნქციონირებს საცენოსნო კლუბი "სპირიტი" და კავკასიური ნაგაზების ძაღლსაშენი.

ყველა ახალი ამბავი
0