უსურიის ვეფხვი თბილისის ზოოპარკში დაბინავდა

© WCS / გადასვლა მედიაბანკშიუსურიის ვეფხვი თბილისის ზოოპარკში
უსურიის ვეფხვი თბილისის ზოოპარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ლატვიის ზოოპარკიდან უსურიის ვეფხვი ჩამოიყვანეს, ხოლო დიდი ბრიტანეთის ზოოპარკიდან – ჯუჯა კენგურუ და ექვსი ფაფრიანი ცხვარი.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. თბილისის ზოოპარკმა, რომელიც 2015 წლის წყალდიდობის დროს დაზარალდა, ევროპის ზოოპარკებიდან საჩუქრად ახალი ცხოველები, მათ შორის უსურიის ვეფხვი მიიღო.

წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკის დახმარების სურვილი მსოფლიოს ბევრმა ზოოპარკმა გამოთქვა. ბოლო საჩუქრებს შორისაა უსურიის ვეფხვი ლატვიიდან, შვიდი ჯუჯა კენგურუ და ექვსი ფაფრიანი ცხვარი დიდი ბრიტანეთიდან.

„უსურიის ვეფხვი ვოლიერიდან ჯერ არ გამოსულა. შეშინებულია, მგზავრობის შემდეგ სტრესი მიიღო. ის შიდა ვოლიერშია და იქ რამდენიმე დღე დარჩება, სანამ ახალ საცხოვრებელს არ მიეჩვევა. ჯერჯერობით ვეფხვი მარტო იცხოვრებს, მომავალში კი მისთვის ძუს მოძებნას შევეცდებით", – განუცადა "Sputnik სქართველოს" თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსმა მზია შარაშიძემ.

თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე - Sputnik საქართველო
თბილისის ზოოპარკი 1 აპრილს უნიკალურ აღმოჩენას აანონსებს

კენგურუ თბილისის ზოოპარკს რამდენიმე ათეული წელია, არ ჰყოლია. წყალდიდობის შემდეგ აღარც ვეფხვები აღარ დარჩნენ.

„უახლოეს მომავალში ველოდებით ოციოდე აფრიკულ პინგვინს ბრისტოლის ზოოპარკიდან. სამწუხაროდ, წყალდიდობის შემდეგ პინგვინები აღარ დაგვრჩა", – განაცხადა შარაშიძემ.

თბილისის წყალდიდობა 2015 წლის 13 ივნისის ღამეს მოხდა. მან შეიწირა 22 ადამიანის სიცოცხლე, დაანგრია ინფრასტრუქტურა, დაიტბორა თამაზ ელიზბარაშვილის კერძო თავშესაფარი ძაღლებისთვის და ზოოპარკი და სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0