ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სირიის გამო რუსეთში ვიზიტი გადადო

© AFP 2024 / Daniel LEAL-OLIVAS დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით, დასავლეთის თანამიმდევრულ საგარეო პოლიტიკაში ეჭვი შეეპარათ.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა, რომელმაც სირიაზე აშშ–ის დარტყმას გუშინ მხარი დაუჭირა, რუსეთში ვიზიტი გააუქმა, რამაც ოფიციალურ მოსკოვი აღაშფოთა.

ჯონსონის მოსკოვში 10 აპრილს დაგეგმილი ვიზიტის გაუქმების შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. ამასთან, ადრე ვიზიტი გადადეს – თავდაპირველად ჯონსონი რუსეთში ჩასვლას მარტის ბოლოს გეგმავდა – მიზეზი ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გახდა.

"სირიაში განვითარებულმა ბოლო მოვლენებმა ვითარება ფუნდამენტურად შეცვალა. ჩემი პრიორიტეტი ამჟამად 10–11 აპრილს G7–ის შეხვედრის წინ კონტაქტების გაგრძელებაა აშშ–თან და სხვა ქვეყნებთან, რათა ორგანიზება გავუწიოთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კოორდინირებულ საერთაშორისო მხარდაჭერას და გავაძლიეროთ პოლიტიკური პროცესი. ვიმუშავებ, რათა სხვა თანამოაზრე პარტნიორებმა მალე შეძლონ შეხვედრა და შეისწავლონ მომდევნო ნაბიჯები", – აღნიშნულია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებულ ჯონსონის განცხადებაში.

მან აღნიშნა, რომ გეგმებს დეტალურად განიხილავს აშშ–ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის სირიაზე მიტანილ იერიშს პროპორციულად მიიჩნევს

"ის ეწვევა მოსკოვს, როგორც დაგეგმილი იყო, და G7–ის შეხვედრის შემდეგ მოსკოვამდე ნათელი და კოორდინირებული გზავნილის მიტანას შეძლებს", – განაცხადა ჯონსონმა.

"ვწუხვართ, რომ რუსეთი ასადის რეჟიმის მხარდაჭერას განაგრძობს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგაც კი", – აღნიშნა მინისტრმა.

მან მოსკოვს მოუწოდა, სირიაში პოლიტიკური მოგვარების მისაღწევად ყველაფერი გააკეთოს.

"სამწუხაროდ, სტბილურობა და თანამიმდევრულობა დასავლეთის საგარეო პოლიტიკის სავიზიტო ბარათი დიდი ხანია, აღარ არის", – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

მისი თქმით, რუსეთის დასავლელი კოლეგები საკუთარ რეალობაში ცხოვრობენ.

"ვიზიტის გაუქმება" "გადადებას" მაშინვე მოჰყვა. დასახელდა ბრიტანული მხარის სხვადასხვა მიზეზი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგები რაღაც საკუთარ რეალობაში ცხოვრობენ, რომელშიც ისინი თავდაპირველად ერთპიროვნულად კოლექტიური გეგმების აგებას ცდილობენ, შემდეგ ასევე ერთპიროვნულად – შეცვლას და ამისთვის აბსურდულ საბაბებს იგონებენ", – განაცხადა ზახაროვამ.

ლონდონი - Sputnik საქართველო
ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს აშშ-ს სირიის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტმაში

მან აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის ემხრობოდა სტაბილურ ურთიერთობებს მყარ საერთაშორისო სამართლებლივ ნიადაგზე.

პარასკევს, გამთენიისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიის აეროდრომზე სარაკეტო შეტევის ბრძანება გასცა, საიდანაც სამშაბათს ქიმიური შეტევა განხორციელდა.

პენტაგონის განცხადებით, სარაკეტო შეტევის სამიზნე იყო ჰომსის პროვინციაში მდებარე შაირათის აეროდრომი, რომლის მიმართულებითაც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებიდან 59 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. ბოლო მონაცემებით, შეტევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა.

პენტაგონი ასევე აცხადებს, რომ ისინი ცდილობდნენ მინიმუმამდე დაეყვანათ რისკი ბაზის პერსონალის მიმართ, მათ შორის, რუსი სამხედროების მიმართ.

გარდა ამისა, ამერიკულმა სამხედრო უწყებამ სააგენტო РИА Новости-ს განუცხადა, რომ შეტევის თაობაზე წინასწარ აცნობა რუს სამხედროებს კავშირის იმ არხებით, რომლებსაც სირიაში კონფლიქტების აღსაკვეთად იყენებენ.

ყველა ახალი ამბავი
0