ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს აშშ-ს სირიის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტმაში

© Pixabay / fotofan1ლონდონი
ლონდონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პენტაგონი აცხადებს, რომ ისინი ცდილობდნენ მინიმუმამდე დაეყვანათ რისკი ბაზის პერსონალის მიმართ, მათ შორის, რუსი სამხედროების მიმართ.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება სრულად უჭერს მხარს აშშ-ის მიერ სირიის აეროდრომზე განხორციელებულ სარაკეტო შეტევას, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„ბრიტანეთის მთავრობა სრულად უჭერს მხარს აშშ-ის ქმედებას, რომელიც, ჩვენი აზრით, სირიის რეჟიმის მიერ განხორციელებული ბარბაროსული ქიმიური შეტევის ადეკვატური პასუხი იყო, და რომელიც მიმართულია შემდგომი [ქიმიური] შეტევების აღკვეთისკენ“, — განაცხადა მან.

პარასკევს, გამთენიისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიის აეროდრომზე სარაკეტო შეტევის ბრძანება გასცა, საიდანაც სამშაბათს ქიმიური შეტევა განხორციელდა.

პენტაგონის განცხადებით, სარაკეტო შეტევის სამიზნე იყო ჰომსის პროვინციაში მდებარე შაირათის აეროდრომი, რომლის მიმართულებითაც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებიდან 59 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. ბოლო მონაცემებით, შეტევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა.

რაკეტის გაშვება სამხედრო საზღვაო ხომალდიდან - Sputnik საქართველო
აშშ-მა სირიის სამთავრობო სამხედრო ბაზა 70 ფრთოსანი რაკეტით დაცხრილა

პენტაგონი ასევე აცხადებს, რომ ისინი ცდილობდნენ მინიმუმამდე დაეყვანათ რისკი ბაზის პერსონალის მიმართ, მათ შორის, რუსი სამხედროების მიმართ.

გარდა ამისა, ამერიკულმა სამხედრო უწყებამ სააგენტო РИА Новости-ს განუცხადა, რომ შეტევის თაობაზე წინასწარ აცნობა რუს სამხედროებს კავშირის იმ არხებით, რომლებსაც სირიაში კონფლიქტების აღსაკვეთად იყენებენ.

სირიის ეროვნულმა ოპოზიციურმა და რევოლუციურმა ძალებმა სამშაბათს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ იდლიბის პროვინციის ქალაქ ხან-შეიხუნში ქიმიური შეტევის შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა, 200 კი დაშავდა. ოპოზიციამ თავდასხმაში სირიის სამთავრობო ჯარები დაადანაშაულა. სირიის არმიის სარდლობამ გადაჭრით უარყო ბრალდება და დანაშაულზე პასუხისმგებლობა ბოევიკებსა და მათ მფარველებს დააკისრა.

ყველა ახალი ამბავი
0