აშშ-მა სირიის სამთავრობო სამხედრო ბაზა 70 ფრთოსანი რაკეტით დაცხრილა

© photo: Sputnik / МОР / გადასვლა მედიაბანკშირაკეტის გაშვება სამხედრო საზღვაო ხომალდიდან
რაკეტის გაშვება სამხედრო საზღვაო ხომალდიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ბრძანება აღნიშნული აეროდრომის დაბომბვაზე მან იმიტომ გასცა, რომ ცოტა ხნის წინ ქიმიური შეტევა იდლიბზე სწორედ იქიდან განხორციელდა.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პარასკევს, დილით, თბილისის დროით დაახლოებით 4-5 საათზე, სირიის სამთავრობო ჯარების ბაზაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, სულ გამოყენებული იყო 70 ფრთოსანი რაკეტა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.

ამერიკული საინფორმაციო სააგენტო, თავის მხრივ, ამერიკელ ჩინოვნიკებს ეყრდნობა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰომსის აეროდრომზე მდებარე ბაზაზე სარაკეტო შეტევა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდებიდან განხორციელდა.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ბრძანება აღნიშნული აეროდრომის დაბომბვაზე მან იმიტომ გასცა, რომ ცოტა ხნის წინ ქიმიური შეტევა იდლიბზე სწორედ იქიდან განხორციელდა.

სირიის ეროვნულმა ოპოზიციურმა და რევოლუციურმა ძალებმა სამშაბათს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ იდლიბის პროვინციის ქალაქ ხან-შეიხუნში ქიმიური შეტევის შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა, 200 კი დაშავდა. ოპოზიციამ თავდასხმაში სირიის სამთავრობო ჯარები დაადანაშაულა. სირიის არმიის სარდლობამ გადაჭრით უარყო ბრალდება და დანაშაულზე პასუხისმგებლობა ბოევიკებსა და მათ მფარველებს დააკისრა.

ყველა ახალი ამბავი
0