საქართველომ ტურიზმის რეიტინგში 70-ე ადგილი დაიკავა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა თავის კვლევაში ტურიზმის შესახებ საქართველოს 3,7 ქულა დაუწერა და მსოფლიოში 70-ე ადგილზე განათავსა.

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველომ 2017 წელს მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში კონკურენტუნარიანობის ინდექსით 136 ქვეყანას შორის 70-ე ადგილი დაიკავა. კვლევა მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა მოამზადა.

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა საქართველო მაქსიმალური 7 ქულიდან 3,7 ქულით შეაფასა.

ტალებ რიფაი - Sputnik საქართველო
ტალებ რიფაიმ საქართველოში ტურიზმის ზრდის ტენდენცია აღნიშნა

რაც შეეხება საქართველოს ცალკეულ მაჩვენებლებს, საერთაშორისო გახსნილობა ქვეყანაში შეაფასეს 3,1 ქულით, მოგზაურობისა და ტურიზმის პრიორიტეტულობა — 4,9 ქულით, საინფორმაციო-კომუნიკაციური ტექნოლოგიების დონე — 4,5 ქულით, ადამიანური რესურსები და შრომის ბაზარი — 4,8 ქულით.

საქართველოს მაღალი მაჩვენებელი აქვს ჯანმრთელობისა და ჰიგიენის, უსაფრთხოების კატეგორიებში — შესაბამისად, 6,1 და 6,0 ქულა. რაც შეეხება ბიზნეს-გარემოს, საქართველოს 5,3 ქულა ერგო. დაბალი მაჩვენებლები აქვს ქვეყანას საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურისა (2,2 ქულა) და კულტურული რესურსებისა და ბიზნეს-მოგზაურობების სფეროებში (1,6 ქულა).

ბარათები თბილისისა და საქართველოს ხედებით - Sputnik საქართველო
Google საქართველოს ტურისტების მოზიდვაში ეხმარება

 

ქვეყნის ბუნებრივი რესურსები 2,4 ქულით შეფასდა; ტურისტული ინფრასტრუქტურა და მომსახურება — 4 ქულით; სახმელეთო და საპორტო ინფრასტრუქტურა – 3,3 ქულით; ეკოლოგიური მდგრადობა — 4,4 ქულით, ფასების კონკურენტუნარიანობა — 4,9 ქულით.

ინდექსში პირველ ადგილზეა ესპანეთი (5,4 ქულა), ხოლო ბოლო — 136-ე ადგილზეა იემენი (2,4 ქულა).

ასეთივე გამოკვლევა მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2015 წელსაც ჩაატარა. მაშინ საქართველომ 3,7 ქულა მიიღო და 141 ქვეყანას შორის 71-ე ადგილზე განთავსდა.

ყველა ახალი ამბავი
0