თბილისის სკვერებში ელექტრონული ბიბლიოთეკები გაჩნდა

© FB / Мэрия Тбилисиელექტრონული ბიბლიოთეკა
ელექტრონული ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელექტრონული ბიბლიოთეკები უკვე თბილისის ექვს პარკში დამონტაჟდა.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. თბილისის პარკებსა და სკვერებში ელექტრონული ბიბლიოთეკები გაჩნდა — თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ, ელექტრონული წიგნები ტელეფონებსა და პლანშეტებში უფასოდ ჩამოტვირთონ. 

ეროვნული ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო
თბილისში დავით ყიფიანის სახელობის სპორტის ბიბლიოთეკა გაიხსნა

ელექტრონული წიგნების ჩატვირთვა შესაძლებელი იქნება QR-კოდებით სპეციალური სტენდებიდან, რომლებიც მთელ თბილისში გამოჩნდება. ამისთვის საჭირო იქნება Saba Reader-ის აპლიკაციის გამოყენება. ელექტრონული ბიბლიოთეკებისთვის კონსტრუქციები უკვე დამონტაჟებულია თბილისის ექვს პარკში: "მზიურის" პარკში, გეგეშიძის ბაღში, ტექსელის პარკში, დედაენის პარკში, რიყის პარკში და ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღში.

"მაისის ბოლომდე ელექტრონული ბიბლიოთეკები კიდევ ექვს პარკში გაჩნდება: ვაკის პარკში, ვერის პარკში, ახალგაზრდობის სასახლის ბაღში, 9 აპრილის ბაღში და მუშტაიდისა და ვარდების ბაღებში. თითოეული კონსტრუქციიდან ქართველი და უცხოელი ავტორების 34 წიგნის გადმოწერა შეიძლება", — ციტირებს სააგენტო Новости-Грузия მერიის პრეს-სამსახურის თანამშრომლის სიტყვებს.

პირველ ეტაპზე ელექტრონული ბიბლიოთეკები თბილისის იმ 20 ქუჩაზე დამონტაჟდა, რომლებიც მწერლების სახელს ატარებენ. ამ დროისათვის 125 კონსტრუქციაა დამონტაჟებული.

"მეორე ეტაპი მაისის ბოლომდე დასრულდება და ეს იქნება 24 ქუჩაზე დამონტაჟებული კიდევ 125 კონსტრუქცია. მესამე ეტაპზე კი ყველა მეტროს სადგურსა და ასევე დიდუბისა და მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიებსაც ავითვისებთ. ეს ეტაპი ივნისის ბოლომდე დასრულდება", — განაცხადა პრეს-სამსახურის თანამშრომელმა. 

QR-კოდიანი სტენდი - Sputnik საქართველო
თბილისი ქალაქი-ბიბლიოთეკა გახდება

ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსტრუქციის დიზაინი კონკურსის წესით შეირჩა.

"ის კონსტრუქციები, რომლებიც ძველ თბილისში დამონტაჟდა, სხვებისგან განსხვავებულია. რაც შეეხება კონსტრუქციის დიზაინს, რომლებიც მეტროსა და პანთეონებში დამონტაჟდება, ისინი იმის მსგავსი იქნება, რაც სკვერებშია დამონტაჟებული", — აღნიშნა მან.

თბილისის მასშტაბით 300 ელექტრონული ბიბლიოთეკა გაჩნდება.

ელექტრონული ბიბლიოთეკების დამონტაჟება ხორციელდება პროექტის "ქალაქი — ბიბლიოთეკა" ფარგლებში.

ყველა ახალი ამბავი
0