თბილისში დავით ყიფიანის სახელობის სპორტის ბიბლიოთეკა გაიხსნა

© photo: National Library of Georgia / FBეროვნული ბიბლიოთეკა
ეროვნული ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და ჭიდაობის ფედერაცია მოჭიდავეების ცოდნის ამაღლებაზე ერთობლივად იზრუნებენ.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში დავით ყიფიანის სახელობის სპორტის ბიბლიოთეკა გაიხსნა, აღნიშნულია ბიბლიოთეკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

სპორტის ბიბლიოთეკაში განათავსეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული და ახალი გამოცემები სპორტის შესახებ.

ბურთს ფლობს დინამო თბილისის ფეხბურთელი ვლადიმერ გუცაევი. - Sputnik საქართველო
„დინამო“ თბილისი — ფოტოისტორია

დავით ყიფიანი გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი იყო, რომელმაც თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო.

ბიბლიოთეკის გახსნაზე პროექტის „ღონიერი გონიერი“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საზოგადოებრივი და სოციალური პროექტების კოორდინატორმა ვლადიმერ გეგეშიძემ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვით საქართველოს ოცზე მეტ სპორტულ დარბაზში, სადაც მოჭიდავეები ვარჯიშობენ, ბიბლიოთეკები მოეწყობა.

ეროვნული ბიბლიოთეკა ჭიდაობის ფედერაციას წიგნებით მოამარაგებს, ხოლო ფედერაცია, თავის მხრივ, სპორტის ბიბლიოთეკას თავის გამოცემებს გადასცემს.

ყველა ახალი ამბავი
0