ნორვეგია საქართველოს ეროვნული გვარდიის რეფორმირებაში დაეხმარება

© FB / Министерство обороны Грузииლევან იზორია და ინე ერიქსენ სერეიდე
ლევან იზორია და ინე ერიქსენ სერეიდე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნორვეგია საქართველოს რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემის შექმნაში დაეხმარება.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ინე ერიქსენ სორეიდემ და მისმა ქართველმა კოლეგა ლევან იზორიამ თბილისში 2017 წელს თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.

გეგმა ითვალისწინებს ნორვეგიის მხარდაჭერას საქართველოს ეროვნული გვარდიის რეფორმირების საკითხში. სერეიდე თბილისს ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვია. მინისტრებმა გამართეს ორმხრივი შეხვედრები – პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.

"მინდა, მადლიერება გამოვხატო იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივ ფორმატში ჩამოყალიბდა; განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენი ეროვნული გვარდიის რეფორმირების საკითხს. გეგმა, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ამ მიმართულებით შემდგომი რეფორმების განხორციელებას ითვალისწინებს. რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემის შექმნაში ნორვეგიის მხარდაჭერა გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი იქნება", – განაცხადა იზორიამ ნორვეგიელ კოლეგასთან ერთობლივ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვედეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ორი ქვეყნის თანამშრომლობას სამხედრო განათლების სფეროში და ერთობლივი წვრთნების ჩატარებას.

"უნდა აღვნიშნო, რომ თქვენ ძალიან დიდ და საჭირო გეგმას ახორციელებთ, რომელიც ამავე დროს რთულიცაა. ამჟამად ნორვეგიაში ზუსტად იგივე რეფორმებს ვახორციელებთ, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ხედვების და გამოცდილების გაზიარება. ვისაუბრეთ საქართველოზე, როგორც ნატოს ძალიან ღირებულ პარტნიორზე. იმედი გვაქვს, რომ დავეხმარებით საქართველოს ამ ურთიერთობაში კიდევ უფრო წინ წავიდეს და უფრო საიმედო პარტნიორი გახდეს", – აღნიშნა ინე ერექსენ სერეიდემ.

ლევან იზორიამ სურვილი გამოთქვა, სკანდინავია-ბალტიისპირეთის თანამშრომლობის ფორმატის ასოცირებული წევრი გახდეს, რომელიც ჯერ ჩამოყალიბებული არ არის და შემუშავების პროცესშია.

ვლადიმერ ჩაჩიბაია - Sputnik საქართველო
საქართველოს გენშტაბის უფროსი სამხედროებს უწყებაში დაგეგმილ რეფორმებს აცნობს

"ჩემს ნორვეგიელ კოლეგას ეს აზრი მოეწონა და გეგმავს, რომ კოლეგებს ფორმატის შესახებ თავისი შეხედულება გაუზიაროს", – დასძინა იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ინე ერიქსენ სორეიდე თბილისში უსაფრთხოებისა და თავდაცვის ყოველწლიურ კონფერენციაზე მთავარი მომხსენებლის სტატუსით მოიწვია.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. ის ასევე გეგმავს საქართველო–ნატოს სწავლებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მონახულებას.

ყველა ახალი ამბავი
0