საქართველოს გენშტაბის უფროსი სამხედროებს უწყებაში დაგეგმილ რეფორმებს აცნობს

© Sputnik / Alexander Imedashviliვლადიმერ ჩაჩიბაია
ვლადიმერ ჩაჩიბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კადრების ოპტიმიზაციას ატარებს.

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს  თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების მიმდინარეობა გააცნო,  იუწყება თავდაცვის სამინისტროს ორეს-სამსახური.

უწყებაში მოსალოდნელი რეორგანიზაცია და კადრების ოპტიმიზაცია მინისტრმა ლევან იზორიამ ჯერ კიდევ ნოემბრის თვეში, 100-დღიანი მუშაობის შეჯამებისას დააანონსა. რეორგანიზაციის ფარგლებში უკვე გათავისუფლდა  სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის 77 თანამშრომელი. 

ირაკლი სესიაშვილი - Sputnik საქართველო
სესიაშვილი: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სერიოზული ოპტიმიზაცია ესაჭიროება

„ჩვენ პირად შემადგენლობას ვესაუბრეთ და მათ ჩვენი სამომავლო ხედვები და გეგმები გავაცანით. მე შეხვედრა გავმართე ასევე ქვედანაყოფის ხელმძღვანელობასთან. მოხარული ვარ მათი მაღალი მოტივაციით და იმით, რომ ჩვენი სამხედროები, დასავლეთ სარდლობა, ჩვენს გვერდით დგას — როგორც ჯარისკაცები, ისე სერჟანტები და ოფიცერთა შემადგენლობები“, — განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. 

ლევან იზორია დაღუპული ჯარისკაცების შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტრომ დაღუპული ჯარისკაცების შვილებისთვის საახალწლო კონცერტი გამართა

II მსუბუქ ქვეით ბრიგადასა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადასთან შეხვედრისას ჩაჩიბაიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად კადრების ოპტიმიზაციის მტკივნეული პროცესისა, რეფორმის მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ხონში II საარტილერიო ბრიგადის პირად შემადგენლობას შეხვდა.

ჩაჩიბაია ასევე შეეხო სამხედრო პოლიციაში გათავისუფლების თემას და აღნიშნა, რომეს საკითხი მასშტაბური ცვლილებების ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ქვედანაყოფებშია დაგეგმილი.

სამშაბათს გენშტაბის უფროსმა ანალოგიური შეხვედრა ბათუმსა და ქუთაისში დისლოცირებულ სამხედროებთან გამართა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0