ნარკოტიკებისთვის დაკავებული საავადმყოფოში მოხვდა: ინციდენტის ვერსიები

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ნარკოტიკებისთვის დაკავებული შოთა პაკელიანის ადვოკატმა განაცხადა, რომ ის პოლიციელების მხრიდან ცემის შემდეგ კომაში ჩავარდა.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული შოთა პაკელიანი საავადმყოფოში აღმოჩნდა — საქართველოს შსს და ადვოკატი მომხდარის სხვადასხვა მიზეზებს ასახელებენ.

1990 წელს დაბადებული შოთა პაკელიანი თბილისში 23 მარტს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს ვერსია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, 23 მარტს პოლიციამ შემოწმების მიზნით ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი შალვა პაკელიანი ისანი-სამგორის რაიონში გააჩერა.

"ის არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას და მიმალვა სცადა, რა დროსაც წაიქცა და სხეულზე (სახის, ხელის და მუხლის არეში) მიიღო დაზიანებები", — აღნიშნულია შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
კილაძის შვილის დაპატიმრების საქმეს თბილისის პროკურატურა იძიებს

პოლიციამ შოთა პაკელიანის პირადი ჩხრეკისას 0,0664 გრამი ნარკოტიკული საშუალება — ე.წ. ბიო ამოიღო.

პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ დაკავებული შეუძლოდ გახდა, რის გამოც ის თბილისის N1 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში მან მორიგე ექიმს განუცხადა, რომ "ბიო" გადაყლაპა.

დაკითხვისას ბრალდებულმა განაცხადა, რომ ნარკოტიკი ქუჩაში იპოვა, ხოლო როდესაც პოლიციელები მის დაკავებას ცდილობდნენ, მიმალვის მცდელობისას მათი ნაწილი გადაყლაპა, ამის შედეგად კი ცუდად გახდა.

"რაც შეეხება სხეულზე არსებულ დაზიანებებს, ბრალდებულის განმარტებით, მან ეს დაზიანებები მიმალვის დროს, წაქცევის შედეგად მიიღო. იგი აცხადებს, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. პოლიციის მიმართ მისი მხრიდან რაიმე სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, საქმის მასალები გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცემა", — ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ში აღნიშნეს, რომ ის 2016 წელს ანალოგიური დანაშაულისთვის დააკავეს.

პაკელიანს საავადმყოფოში 29 მარტს წაუყენეს ბრალდება სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

დაცვის ვერსია

პაკელიანის ადვოკატი გიორგი მახარაძე ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა პოლიციელებმა განყოფილებაში სცემეს. ამასთან, ადვოკატმა დაადასტურა შსს-ს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ნარკოტიკი გადაყლაპა.

ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
თბილისში რუსეთის მოქალაქე დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 23 მარტს დააკავეს. მას თან ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება. როცა პოლიციელები დაინახა, მან ნარკოტიკული ნივთიერება გადაყლაპა, რადგან პირობითი სასჯელი ჰქონდა მისჯილი და შეერშინდა", — განაცხადა,მახარაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

მისი თქმით, დაკავების შემდეგ მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ამას შსს იუწყება.

"ის დააკავეს პოლიციელებმა, წაიყვანეს განყოფილებაში, სადაც მისი პატივი და ღირსება შელახეს, რადგან განყოფილებაში იგი უცხო პირების თანდასწრებით გააშიშვლეს და გაჩხრიკეს, რის შემდეგ ჩაუდეს ნარკოტიკი, რომელიც თითქოსდა მისი შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს", — განაცხადა მახარაძემ.

მახარაძის თქმით, ჩხრეკის შემდეგ პაკელიანი სცემეს.

"ის აწამეს, აღიარებითი ჩვენების მიღება ცემით უნდოდათ. მას შემდეგ, რაც ის მიხვდა, რომ ნარკოტიკმა, რომელიც მიიღო, მოქმედება დაიწყო, პოლიციელებს სთხოვა, სამედიცინო დახმარება აღმოეჩინათ, რაზეც პოლიციამ ცემით უპასუხა", — განაცხადა მახარაძემ.

მახარაძის თქმით, შოთა პაკელიანი კომაში ოთხი დღე იყო, ხოლო როდესაც გონზე მოვიდა, მომხდარის შესახებ ჩვენება მისცა.

ყველა ახალი ამბავი
0