თბილისში რუსეთის მოქალაქე დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს

CC BY-SA 2.0 / Keith Allison / handcuffsეჭვმიტანილის დაკავება
ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის მოქალაქეს მინიმუმ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, რადგან მისი ბინის ჩხრეკისას MDMA, LSD და კანაფის ფისი ამოიღეს.

თბილისი, 16 დეკემბერი— Sputnik. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში 1986 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
საქართველო და ნარკოტიკები: ბრძოლა თუ ლეგალიზაცია

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 10,6096 გრამი MDMA, 9,5725 გრამი LSD და 0,46 გრამი კანაფის ფისი ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას“.

დაკავებულს რვიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0