ირმა სოხაძე ნანას პროექტიდან Ты супер! ვოკალის გაკვეთილებს ჩაუტარებს

© Sputnik / Levan AvlabreliНТВ-ს პროექტის "Ты - супер!" მონაწილე ნანა ვარძელაშვილი და მომღერალი ირმა სოხაძე
НТВ-ს პროექტის Ты - супер! მონაწილე ნანა ვარძელაშვილი და მომღერალი ირმა სოხაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მომღერალი ირმა სოხაძე პროექტის Ты супер! მონაწილისთვის მასტერ-კლასს ჩაატარებს.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ირმა სოხაძემ რუსული ტელეარხ НТВ-ს პროექტის Ты супер! მონაწილის ნანა ვარძელაშვილის გამოსვლა შეაფასა, როგორც გულწრფელი და აღნიშნა, რომ გოგონა შეეცადა მაქსიმუმი ეჩვენებინა, მაგრამ მას ხელი ნერვიულობამ შეუშალა.

ნანა ვარძელაშვილმა მოსკოვში НТВ-სა და საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის საბავშვო ვოკალური კონკურსის Ты супер! მეორე შესარჩევ ტურში გადასვლა ვერ შეძლო. ნანას კანდიდატურა წინასწარი კასტინგების შედეგად შეირჩა. 12 წლის ნანა თავის მუსიკის მასწავლებელთან მანონი მანაგაძესთან ერთად მოსკოვში იანვარში გაემგზავრა. НТВ-ს ეთერში მან ლეგენდარული სიმღერა "თბილისო" შეასრულა.

ნანა ვარძელაშვილი - Sputnik საქართველო
ნანა ვარძელაშვილი: Ты супер!-მა ძალიან შემცვალა

"ნანა ძალიან მომეწონა. მისი გამოსვლით თუ ვიმსჯელებთ, და ეს ყველაფრიდან ჩანდა და ისმოდა, რომ ის მიკროფონთან პირველად მივიდა, პირველად წარდგა ასეთი დიდი აუდიტორიის წინაშე და, რა თქმა უნდა, ღელავდა… მაგრამ რაც აჩვენეს, მან ყველაფერი გააკეთა… როგორც ჩანს, ისე მღეროდა, როგორც ასწავლეს. შეიძლება, მელოდიაში სულ ოდნავ რამდენიმე ნოტი შეცვალა, მაგრამ ის ძალიან გულწრფელია, თავი ძალზე ამაღელვებლად წარმოადგინა და ყველას აჩვენა, რაოდენ საოცარი გოგონაა", — განუცხადა "Sputnik–საქართველოს" სოხაძემ.

მომღერალი მიიჩნევს, რომ ნანამ კონკურსი ადრეულ ეტაპზე დაასრულა და ის შემდეგ ტურებში უფრო მეტად შეძლებდა გახსნას. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სოხაძე დარწმუნებულია, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა ვარძელაშვილის უკვე დიდი გამარჯვებაა.

"მას ძალზე ამაღელვებელი, რაღაცნაირად სუფთა და გულწრფელი ხმა და საკმაოდ კარგი სმენა აქვს. ყველაფერი დანარჩენის დამუშავება შეიძლება. აბსოლუტურად ყველაფერი დიდი შრომითა და დიდი სურვილით მიიღწევა, ყველაფერ კარგზე მინდობით, რადგან, ყველაფერი რომ ბუნებრივად გქონდეს, ცხოვრებაში ასეთი ძალიან ცოტა შემთხვევაა. ნანას კი ძალიან კარგი მონაცემები აქვს, ძალიან ფასეული და იშვიათი. თუ მოისურვებს და დავეხმარებით, მას დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლია", — აღნიშნა სოხაძე.

მომღერალმა დასძინა, რომ სიამოვნებით იმუშავებს ნანასთან ვოკალში, რათა გაუმჯობესდეს მისი მონაცემები და მან უკეთესი შედეგები აჩვენოს.

"სიამოვნებით და მაქსიმალურად ვეცდები მის დახმარებას, რადგან ნამდვილად ძალიან კარგი ბავშვია, სამუშაოდ კარგი "მასალაა", — აღნიშნა სოხაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ სოხაძე ყველანაირი და განსაკუთრებით საბავშვო კონკურსის წინააღმდეგია, ამ პროექტს ის ბავშვებისთვის საკუთარი თავის წარმოჩენის შანსად მიიჩნევს.

სოსო პავლიაშვილი და ნანა ვარძელაშვილი - Sputnik საქართველო
პროექტ ""Ты супер!"-ის ჟიური ნანა ვარძელაშვილს მომავალ წელსაც ელოდება

"სხვა შემთხვევაში ისინი, შეიძლება, არასდროს გამოსულიყვნენ სცენაზე და ვერავინ მიხვდებოდა მათ დიდ არენაზე გამოყვანას. ბავშვებს საკუთარი თავის ჩვენების შანსი მიეცათ. ამიტომ, ვფიქრობ, აქ მეტი პოზიტივია, ვიდრე ნერვიულობაა და რაღაც მავნე შედეგები", — დაასკვნა მან.

ტელეარხ НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის პროექტი Ты супер! ნიჭიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანსს აძლევს საკუთარ თავზე განაცხადი გააკეთონ და დიდ სცენაზე გაიკვალონ გზა. მისი მონაწილენი არიან ვოკალისტები რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ესტონეთიდან.

ნანა ვარძელაშვილი ცხოვრობს ქარელში. ნანას დედა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ხოლო მამას ის, ფაქტობრივად, ვერ ხედავს. ბებიას უცხოეთში მუშაობა მოუწია იმისთვის, რათა დაობლებულ შვილიშვილზე ეზრუნა. ახლა ნანა მეზობლებთან ცხოვრობს, რომლებიც გოგონას დატოვებაზე დათანხმდნენ, სანამ ბებია სხვა ქვეყანაში მუშაობს. ნანა ყოველთვის მღეროდა. ამბობს, რომ უფრო მეტს იმეცადინებს, რათა აისრულოს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ დედის ოცნებაც — გახდეს მომღერალი.

ყველა ახალი ამბავი
0