პროექტ ""Ты супер!"-ის ჟიური ნანა ვარძელაშვილს მომავალ წელსაც ელოდება

© PR НТВსოსო პავლიაშვილი და ნანა ვარძელაშვილი
სოსო პავლიაშვილი და ნანა ვარძელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარგარიტა სუხანკინამ ნანა ვარძელაშვილს მშვენიერი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი გოგონა პროექტში მონაწილეობას მომავალშიც მიიღებს.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. პროექტ "Ты супер!"-ის მონაწილე ნანა ვარძელაშვილი შესარჩევ ტურში ვერ გადავიდა, მაგრამ იმედი აქვს, რომ მომავალ წელს კვლავ შეძლებს საკუთარი ძალების მოსინჯვას.

ნანამ ტელეარხ НТВ-ის ეთერში ლეგენდარული "თბილისო" იმღერა. მწვანე ღილაკზე ჟიურის წევრებისგან, რომლის შემადგენლობაში არიან პროექტის პროდიუსერი ვიქტორ დრობიში, ელკა, მომღერალი სტას პიეხა და მარგარიტა სუხანკინა, მხოლოდ ელკამ დააჭირა. 

"შენ მშვენიერი ხარ. შენ ძალიან ცოტა დაგაკლდა, იმიტომ რომ შენ შეჯიბრზე მოხვედი, გესმის? აქ ერთმანეთს ბავშვები ეჯიბრებიან, ვინ უკეთესად იმღერებს. დღეს შენ ცოტათი არ გამოგივიდა, მაგრამ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ შენ კიდევ იმუშავებ საკუთარ თავზე და აქ კვლავ მოხვალ. ჩვენ შენ გელოდებით და გვიყვარხარ", — განაცხადა სუხანკინამ.

მუსიკაში ნანას პედაგოგის მანონი მანაგაძის სიტყვებით, გენერალური რეპეტიციის დროს გოგონამ მშვენივრად იმღერა, ყველა ამბობდა, რომ საქართველოს წარმომადგენელი შესარჩევ ტურში აუცილებლად გავიდოდა. ნანა მხოლოდ დადებით შეფასებებს იღებდა.

"როდესაც ნანა სცენაზე გამოვიდა, მე პირველივე წამებიდან მივხვდი, რომ ის დაიბნა. მას რაღაცნაირად უცნაურად ეჭირა მიკროფონი, დაბნეული სახე ჰქონდა, ეტყობოდა, რომ ძალზე ნერვიულობდა. ჩვენ გული დაგვწყდა, მაგრამ ეს მისთვის დიდი გამოცდილება იყო და ეს ძალზე მთავარია", — განუცხადა "Sputnik საქართევლოს" მანაგაძემ. 

Нана, ты супер! - ასე ამხნევებდნენ НТВ-ს ქართველ კონკურსანტს მეგობრები - Sputnik საქართველო
ნანა ვარძელაშვილი კონკურს „Ты супер!"-ის მეორე ტურში ვერ გადავიდა

თავად ნანა პროექტში მონაწილეობას აფასებს როგორც ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს თავის ცხოვრებაში და ასევე დიდ სტიმულს, რომ საკუთარ თავზე იმუშაოს, რათა მომავალში ჟიურის წინაშე უფრო მომზადებული და თავდაჯერებული წარდგეს.

"გული ისე ძალიან მიცემდა, რომ საკუთარი ხმაც არ მესმოდა. გაიღო კარი და ჩემს წინ მაყურებელი იყო, იდგა კემერები, იყო მკვეთრი განათება, ისხდნენ ჟიურის წევრები — საკუთარ თავს ვამშვიდებდი, მაგრამ არ გამომივიდა", — აღნიშნა ნანამ.

რუსულ ტელეარხ НТВ-სა და სააგენტო Sputnik-ის პროექტი "Ты супер!" ნიჭიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანსს აძლევს საკუთარ თავზე განაცხადი გააკეთონ და დიდ სცენაზე გაიკვალონ გზა. მისი მონაწილეა 92 ვოკალისტი რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ესტონეთიდან.

ნანა ვარძელაშვილი 12 წლის არის. ის ქარელში ცხოვრობს. მას დედა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა, მამას პრაქტიკულად ვერ ნახულობს. ბებიას სამუშაოდ წასვლა საზღვარგარეთ მოუწია, რათა ობოლი შვილიშვილი არჩინოს. ამჟამად ნანა მეზობლებთან ცხოვრობს, რომლებიც დათანხმდნენ გოგონას დატოვებას, სანამ ბებია სხვა ქვეყანაში მუშაობს.

ნანა მღერის, რაც თავი ახსოვს. ამბობს, რომ ბევრს იმუშავებს, რომ არა მხოლოდ თავისი, არამედ დედის ოცნება აიხდინოს და მომღერალი გახდეს.

ყველა ახალი ამბავი
0