30 ქართველი მწერალი ჩეხეთის საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრება

© zlatapraha.netპრაღა
პრაღა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივლისის თვეში ჩეხეთში საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით „ავტორთა კითხვის თვე" გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში 30 ქართველი მწერალი ეწვევა ევროპის ხუთ ქალაქს: ბრნო, კოშიცე, ოსტრავა, ვროცლავი დალვოვი. მწერლები წაიკითხავენ თავიანთ ნაწარმოებებს, რომელთა თარგმანები უკვე მზადდება და შემდეგ წიგნადაც გამოიცემა.

ფესტივალის შესახებ საქართველოს "მწერალთა სახლის" დირექტორს, ნატა ლომოურს გავესაუბრეთ.

© FB/ Natasha Lomouriნატა ლომოური - საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი
ნატა ლომოური - საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი - Sputnik საქართველო
ნატა ლომოური - საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი

-ქალბატონო ნატა, როგორ მოხდა ამ ფესტივალში საქართველოს ჩართვა?

— თავიდანვე გეტყვით, რომ ეს საქართველოს ინიციატივა არ არის, ძირითადი თანხები და შემოთავაზება ჩეხეთის მხარიდან მოდის და მას ნაწილობრივ საქართველოს კულტურის სამინისტრო აფინანსებს. მწერალთა სახლი კი ამ ყველაფერს ორგანიზაციას უკეთებს. ოთხ ქვეყანაში 31 დღის განმავლობაში ჩვენი მწერლებისთვის ტურნე მოეწყობა. მასში მარტო ქართველები არ იღებენ მონაწილეობას, სხვა ქვეყნებიც არიან, მაგრამ ფოკუსი საქართველოზეა და მთავარი მასპინძელი ქვეყანაც საქართველო იქნება. ფესტივალზე ოთხი ქვეყანა: ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი და უკრაინა იქნება წარმოდგენილი. ლიტერატურული ფესტივალი სახელწოდებით,,ავტორთა კითხვის თვე", რომელიც ივლისში გაიმართება ჩეხეთში უკვე 17 წელია, რაც ტარდება. თავიდან ის უფრო მცირე მასშტაბის იყო, მერე ნელ-ნელა გაიზარდა და დღეს უკვე როგორც მოგახსენეთ, ოთხ ქვეყანას მოიცავს.

ბუ ევა მოსკოვის წიგნის სახლში არბატზე - Sputnik საქართველო
მწერალი დონალდ რეიფილდი მოსკოვში საქართველოზე წიგნს წარადგენს

- ფესტივალზე მასში მონაწილე ქართველი მწერლების ნაწარმოებები რა ენაზე ითარგმნება?

— ჩვენი მწერლების ნაწარმოებები ოთხივე ენაზე ითარგმნება და შემდეგ პატარა ბუკლეტებად გამოიცემა. ფესტივალის ორგანიზატორები მოსამზადებელ სამუშაოებს უკვე ატარებენ. მათი წარმომადგენლები საქართველოში იყვნენ ჩამოსულები. იღებენ კლიპებს და ამზადებენ ფოტოპორტრეტებს. რადგან ქართველი მწერლები იქ სამწუხაროდ არ არიან ცნობილები საკუთარ პუბლიკას მათ გასაცნობად წინასწარ ამზადებენ.

-ქალბატონო ნატა, ფესტივალში მონაწილე 30 ქართველი მწერალი რა პრინციპით შეირჩა?

— ძალიან რთულად შეირჩა, იმიტომ, რომ ამ სიის მიღმა ბევრი დარჩა. თვითონ ჩეხეთის მხარეს ჰქონდა მომზადებული მათ მიერ შერჩეული მწერლების ჩამონათვალი. ჩეხეთის უნივერსიტეტში არის ფაკულტეტი, სადაც უკვე იცნობენ ქართველ მწერლებს, ამიტომ სია თავად მოგვაწოდეს. კულტურის სამინისტროსაც ჰქონდა შეთავაზებები, ჩვენც შევავსეთ და ასეთი შედგა ერთობლივი სია. თუმცა ვისურვებდი, რომ მწერლების რაოდენობა გაცილებით მეტი ყოფილიყო. მომავალ წელს ფესტივალზე საქართველო აღარ იქნება მიწვეული, რადგან იქ ასეთი პრინციპია, რომ ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაა წარდგენილი.

წიგნები - Sputnik საქართველო
ქართველი მწერალი საუკეთესო ქალ–ავტორთა სიაში შევიდა

- მომავალ წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მასპინძელი ქვეყანაა და ჩეხების არჩევანი ამანაც ხომ არ განაპირობა?

— დიახ, ჩვენ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მასპინძელი ქვეყანა ვართ და ეს ფაქტი ლიტერატურულ სფეროსა და წიგნის გამომცემლობის სფეროში ყველაზე დიდი საერთაშორისო მოვლენაა. ეს უკვე სერიოზული განაცხადია და იმას ნიშნავს, რომ სამთავრობო დონეზეა მობილიზება, რადგან მასში დიდი თანხა იდება. შესაძლოა, მართლა ამ ფაქტმაც განაპირობა ჩეხეთის მხარის არჩევანი.

- ქალბატონო ნატა, ჩეხეთის ფესტივალამდე "მწერალთა სახლი" საერთაშორისო ფესტივალს საქართველოში ატარებს…

— დიახ, "მწერალთა სახლი" მესამე წელია საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს ატარებს, სადაც უცხოელ მწერლებს უკვე ჩვენ ვიწვევთ საქართველოში, ეს ერთკვირიანი ფესტივალი იქნება. ჩვენ ბევრად პატარა მასშტაბი გვაქვს და წელს საქართველოში 25 მწერალი ჩამოგვყავს. ფესტივალს 29 მაისს ვხსნით და იგი 3 ივნისამდე გაგრძელდება. საერთოდ ფესტივალები და წიგნის ბაზრობები იმითაა კარგი, რომ იქ ახალი კონტაქტები მყარდება. პირადი შეხვედრები გამომცემლობასა და მათ აგენტებთან კონტაქტებს ძალიან ამარტივებს. იმედი მაქვს, ჩეხეთის ფესტივალიდან მწერლების ნახევარი მაინც სამომავლო გეგმებით, ახალი კონტაქტებითა და შემოთავაზებებით ჩამოვა.

ყველა ახალი ამბავი
0