თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსმა მსოფლიოს 76 ქვეყნის ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტების დაახლოებით 5 ათას ნამუშევარს მოუყარა თავი. კონკურსის ორგანიზატორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня იუნესკოს საკითხებში რუსეთის კომისიის ეგიდით.
ყველაზე მეტი ნამუშევრები წარმოადგინეს ფოტოგრაფებმა რუსეთიდან, ინდოეთიდან, იტალიიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, ბელარუსიდან, ესპანეთიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, პოლონეთიდან და ბანგლადეშიდან. რუსეთში კონკურსის ყველაზე აქტიური მონაწილეები არიან ფოტოგრაფები მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, ვლადივოსტოკიდან, ნოვოსიბირსკიდან, უფიდან, კაზანიდან. კრასნოიარსკიდან და კრასნოდარიდან. ყველაზე პოპულარული ნომინაციებია „ჩემი პლანეტა" და „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი". კონკურსის შორტ-ლისტი გამოქვეყნდება 2017 წლის 19 მაისს ვებ-გვერდზე stenincontest.ru, კონკურსის ჯილდოები გამარჯვებულებს 2017 წლის შემოდგომაზე მოსკოვში გადაეცემათ.
„კონკურსი უკვე მესამე წელია ტარდება და ყოველ წელს მონაწილე ქვეყნების რაოდენობა იზრდება, რაც, რა თქმა უნდა, სასიხარულოა. კონკურსი ახალგაზრდა ფოტორეპორტიორებისთვის პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან ნამდვილი საერთაშორისო არენა გახდა. ჩვენ უკვე ვნახეთ კონკურსზე გამოგზავნილი ნაშრომების ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფები ახალგაზრდები არიან, ძალიან ბევრი სერიოზული ფოტო–ისტორიაა, სადაც არ არის მხოლოდ მოვლენების უბრალო ფიქსაცია, არამედ გააზრებული სერიებია გმირებზე, ცხოვრებაზე. ეს აჩვენებს, რომ ისინი გულგრილი არ არიან გარემოს მიმართ, რომ ფოტოგრაფები ცდილობენ, ყურადღება მიაპყრონ არსებულ პრობლემებს, ადამიანებს", — აღნიშნა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს ფოტოინფორმაციის გაერთიანებული დირექციის დირექტორმა ალექსანდრ შტოლმა.
წელს კონკურსის საპრიზო ფონდი საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორების წყალობით გაიზარდა. ესენი არიან: საერთოარაბული საინფორმაციო ჰოლდინგი Al Mayadeen TV, შანხაის გაერთიანებული მედია-ჯგუფი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. თითოეული პარტნიორი შორტ-ლისტიდან მათი აზრით საუკეთესო ნამუშევარს დამატებით პრიზს გადასცემს. მთლიანობაში, 2017 წლის კონკურსის გამარჯვებულები და ლაურეატები ერთ მილიონ რუბლზე მეტს მიიღებენ, ხოლო კონკურსის გრან-პრის მფლობელი, ტრადიციულად, 500 000 რუბლს მიიღებს.
კონკურსის შესახებ
ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერასა და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის ამოცანებისადმი საზოგადოების ყურადღების მიქცევას. ეს არის ადგილი ახალგაზრდა ნიჭიერი ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც გახსნილი არიან ყველაფერი ახლისთვის, სადაც ისინი ჩვენს ყურადღებას იქცევენ ადამიანებსა და მათ გვერდით მიმდინარე მოვლენებზე.
2016 წელს კონკურსზე წარდგენილი იყო მსოფლიოს 71 ქვეყნის დაახლოებით 6000 ნამუშევარი. გამარჯვებულების ნამუშევრები გამოფინეს მოსკოვის, სტამბულის, კეიპტაუნის, შანხაის, პეკინის, ბერლინის, რომის, ბარიბორისა და ლუბლიანას ფესტივალებსა და საგამოფენო სივრცეებში.
კონკურსის საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო-ახალი ამბების პორტალი Вести.Ru, სახელმწიფო ტელეარხი Россия-Культура, საინფორმაციო-ახალი ამბების პორტალი KP.ru, საინფორმაციო პორტალი ЖурДом და პორტალი Russian Photo. კონკურსის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik, საინფორმაციო სააგენტო Askanews, მედიაჰოლდინგი Independent Media, სიანფორმაციო სააგენტო Notimex, ახალი ამბების სააგენტო ANA, ტელეარხი და პორტალი RT, The Royal Photographic Society, Shanghai United Media Group (SUMG), საინფორმაციო სააგენტო Xinhua, ახალი ამბების სააგენტო ANDES. დარგობრივი საინფორმაციო პარტნიორების სტატუსით კონკურსს მხარს უჭერენ: ფოტოგრაფიის აკადემია, სააგენტო ГеоФото, პორტალი Photo-study.ru, ონლაინ-ჟურნალი Bleek Magazine, მოსკოვის ჟურნალისტთა კავშირი, ვიზუალური ხელოვნების სკოლა, რუსეთის ფოტოხელოვანთა კავშირი, საინფორმაციო პორტალი YOung JOurnalists და ფესტივალები PhotoVisa და Фотопарад в Угличе.