სრულდება განაცხადების მიღება სტენინის სახელობის კონკურსზე

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovichფოტოგამოფენის დამთვალიერებელი
ფოტოგამოფენის დამთვალიერებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
განაცხადების მიღება კონკურსის ვებ-გვერდზე stenincontest.ru 22 მარტს, მოსკოვის დროით 23:59 საათზე დასრულდება.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსზე განაცხადების მიღების დასრულებამდე სამი დღე დარჩა. კონკურსის ორგანიზატორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня იუნესკოს საკითხებში რუსეთის კომისიის ეგიდით. განაცხადების მიღება კონკურსის ვებ-გვერდზე stenincontest.ru 22 მარტს, მოსკოვის დროით 23:59 საათზე დასრულდება. საუკეთესოს წოდების პრეტენდენტები უკვე არიან ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტები რუსეთიდან, კანადიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ინდოეთიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, შვეიცარიიდან, ყაზახეთიდან, ავსტრალიიდან, საფრანგეთიდან, სირიიდან და სხვა მრავალი ქვეყნიდან. სულ კონკურსზე შევიდა ორი ათასზე მეტი ნამუშევარი. სტენინის სახელობის კონკურსი ერთადერთი ადგილია რუსეთში, სადაც ახალგაზრდა ფოტორეპორტიორებს მთელი მსოფლიოდან პროფესიაში თავის წარმოჩენის შანსი ეძლევათ. წელს კონკურსის საპრიზო ფონდი ერთ მილიონ რუბლზე მეტს შეადგენს, ხოლო კონკურსში გამარჯვებულების ნამუშევრები საერთაშორისო ტურნეში მიიღებს მონაწილეობას.

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერასა და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის ამოცანებისადმი საზოგადოების ყურადღების მიქცევას. ეს არის ადგილი ახალგაზრდა ნიჭიერი ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც გახსნილი არიან ყველაფერი ახლისთვის, სადაც ისინი ჩვენს ყურადღებას იქცევენ ადამიანებსა და მათ გვერდით მიმდინარე მოვლენებზე.

2017 წელს კონკურსის ნომინაციების საერთაშორისო პარტნიორები არიან: ტელეარხი Al Mayadeen TV, Shanghai United Media Group (SUMG) და МККК.

კონკურსის საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო-ახალი ამბების პორტალი Вести.Ru, სახელმწიფო ტელეარხი Россия-Культура, საინფორმაციო-ახალი ამბების პორტალი KP.ru, საინფორმაციო პორტალი ЖурДом და პორტალი Russian Photo. კონკურსის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik, საინფორმაციო სააგენტო Askanews, მედიაჰოლდინგი Independent Media, სიანფორმაციო სააგენტო Notimex, ახალი ამბების სააგენტო ANA, ტელეარხი და პორტალი RT, The Royal Photographic Society, Shanghai United Media Group (SUMG), საინფორმაციო სააგენტო Xinhua, ახალი ამბების სააგენტო ANDES. დარგობრივი საინფორმაციო პარტნიორების სტატუსით კონკურსს მხარს უჭერენ: ფოტოგრაფიის აკადემია, სააგენტო ГеоФото, პორტალი Photo-study.ru, ონლაინ-ჟურნალი Bleek Magazine, მოსკოვის ჟურნალისტთა კავშირი, ვიზუალური ხელოვნების სკოლა, რუსეთის ფოტოხელოვანთა კავშირი, საინფორმაციო პორტალი YOung JOurnalists და ფესტივალები PhotoVisa და Фотопарад в Угличе.

ყველა ახალი ამბავი
0