რუსთავის ქარხანაში ფოლადსადნობი ღუმელი აფეთქდა: არიან დაშავებულები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო ეკიპაჟი
სახანძრო ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სხეულის სერიოზული დაზიანება ორმა მუშამ - 25 წლის და 63 წლის მამაკაცებმა მიიღეს, რომლებიც თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik.  რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი მუშა დაშავდა, იუწყება ადგილობრივი მასმედია. 

სახანძრო ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
ფონიჭალაში ხანძარს ასაკოვანი მამაკაცი ემსხვერპლა

 „ჯეოსთილის“ ქარხნის ტერიტორიაზე ფოლადსადნობი ღუმელი აფეთქდა. სხეულის სერიოზული დაზიანება ორმა მუშამ — 25 წლის და 63 წლის მამაკაცებმა მიიღეს, რომლებიც სახისა და კიდურების ძლიერი დამწვრობით ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო ეკიპაჟებია მობილიზებული.

ამ დროისათვის აფეთქების მიზეზები დგინდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0