ფონიჭალაში ხანძარს ასაკოვანი მამაკაცი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო ეკიპაჟი
სახანძრო ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს გარდაცვლილი სახლში მარტო იმყოფებოდა.

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. ფონიჭალაში გაჩენილმა ხანძარმა ერთი მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. რუსთავის გზატკეცილზე ერთსართულიანი სახლი და მეზობლად მდებარე ორი სახლის სახურავი დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“

სახანძრო ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
თელავში ხანძარმა მამაკაცი იმსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს გარდაცვლილი სახლში მარტო იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე მივიდნენ თბილისის მერი და კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი. მათი განცხადებით, დაზარალებულებს დროებით სასტუმროში განათავსებენ და დახმარებას გაუწევენ.

„სამწუხაროა ის, რომ ერთი ასაკოვანი მამაკაცი გარდაიცვალა ხანძრის შედეგად. მოსახლეობას, რომელთა სახლებიც გარშემო დაზიანდა, დავეხმარებით, მათ შევიყვანთ სასტუმროში და დროებით დავაბინავებთ“, — განაცხადა დავით ნარმანიამ.

მომხდარ ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის მუხლით „გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“.

ყველა ახალი ამბავი
0