თელავში ხანძარმა მამაკაცი იმსხვერპლა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო ეკიპაჟი
სახანძრო ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეხანძრეები ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ ხანძრის ჩაქრობას, რომლის შედეგადაც ორსართულიანი სახლი დაიწვა.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თელავში, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა 50 წლის მამაკაცი იმსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ინციდენტი გვიან ღამით მოხდა. მეხანძრეები ორი საათის განმავლობაში ცდილობდნენ ხანძრის ჩაქრობას, რომელმაც მთლიანად გაანადგურა ორსართულიანი სახლი.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ელექტროგამათბობელი გახდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0