მჭედლიძემ გვირაბის ბოლოს სინათლე დაინახა

© FB / Empoli Fc Official ლევან მჭედლიძე
ლევან მჭედლიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ტრავმის გამო ორი თვე გააცდინა, თუ გუნდისგან წინადადებას მიიღებს, მზად არის იტალიურ "ემპოლიში" დარჩეს.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ ემპოლის" ძირითადი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე მზად არის დაბრუნდეს მოედანზე ტრავმის შემდეგ, წერს იტალიური გამოცემა Gazzettа Dello Sport.

როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს სინათლე დავინახე — და ეს მშვენიერია. ფაქტობრივად, ტორინოსთან" თამაშის შემდეგ ბურთს არ შევხებივარ. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. ახლა კი იმედი მაქვს, რომ შუა კვირაში გუნდის ერთობლივ ვარჯიშში მონაწილეობის მიღებას შევძლებ, უქმეებზე კი რომას" წინააღმდეგ მატჩში გამოვალ", — განაცხადა გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველმა ფორვარდმა.

საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს შორის მატჩი - Sputnik საქართველო
ქართველი ფეხბურთელები სერბეთის ნაკრებთან წაგებაში მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებენ

თავდამსხმელმა ასევე აღნიშნა, რომ ემპოლის" დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, კლუბთან მას ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ თუ ტოსკანური გუნდის ხელმძღვანელობა მას შემდგომი თანამშრომლობის წინადადებით მიმართავს, ის დათანხმდება.

მჭედლიძემ ტრავმა 23-ე ტურში ტორინოს" წინააღმდეგ 5 თებერვალს გამართულ მატჩში მიიღო და იმ დროიდან მინდორზე არც ერთხელ არ გამოსულა. ამის გამო ის ვერ დაეხმარა საქართველოს ნაკრებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში სერბეთთან გამართული მატჩის დროს, რომელშიც ქართველებმა წააგეს ანგარიშით 1:3. ამ სეზონზე ქართველმა თავდამსხმელმა "ემპოლის" შემადგენლობაში 14 თამაში ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

"ემპოლის" შემადგენლობაში მჭედლიძე 2008 წლიდან თამაშობს.

ყველა ახალი ამბავი
0