ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოში „ქარის ჩამოტანისთვის" ბოდიში მოიხადა

© Sputnik / Denis Aslanovსაქართველოს და ლატვიის პრეზიდენტები
საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ლატვიის პრეზიდენტი ჩამოვიდა, რაც ქვეყანაში ამინდის გაუარესებას დაემთხვა.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდ ვეიონისმა ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლა ხუმრობით დაიწყო, რომ „მზიან საქართველოში ქარიანი ამინდი ჩამოიტანა".

წვიმიანი ამინდი - Sputnik საქართველო
ამინდი საქართველოში: მცირე ნალექი და ქარი

მარტის დასაწყისიდან თბილისში უმეტესად თბილი, გაზაფხულის ამინდი იყო, თუმცა გუშინ ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაეცა. თბილისში დღეს ქარის სიჩქარე წამში 20-25 მეტრს აღწევს.

პირველ რიგში, ბოდიშს გიხდით, რომ საქართველოში ასეთი ქარიანი ამინდი ჩამოვიტანე, რადგან ლატვიურად ჩემი გვარი — ვეიონისი აღნიშნავს რაღაც ქართან დაკავშირებულს. აი, ქარიც ჩემთან და ჩემს მეუღლესთან ერთად მოვიდა", — იხუმრა ლატვიის პრეზიდენტმა.

მარგველაშვილმა, თავის მხრივ, სიმბოლური უწოდა ფაქტს, რომ ვეიონისის ვიზიტი საქართველოში ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას დაემთხვა.

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებით (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ჩასვლა უვიზოდ შეუძლიათ. ვიზა საჭირო არ არის ტურისტული, საქმიანი და სტუმრის სტატუსით ვიზიტის დროს.

ლატვიის მეთაური მეუღლესთან ივეტა ვეიონისთან ერთად საქართველოში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით გუშინ, საღამოს ჩამოვიდა.

მან საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან უკვე გამართა მოლაპარაკებები ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ — გაფართოებული ფორმატით.

ვიზიტის ფარგლებში ლატვიის პრეზიდენტმა გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. დაგეგმილია სამუშაო სადილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან.

ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
საქართველო - ლატვია: მასპინძლებს „კარგი შედეგი" სწყურიათ

თბილისში მარგველაშვილი და ვეიონისი საქართველოსა და ლატვიის ნაკრებებს შორის ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს დაესწრებიან. მატჩი 28 მარტს დინამო არენაზე" გაიმართება.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში 29 მარტს საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტები სოფელ ხურვალეთში, ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ჩავლენ, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს.

გიორგი მარგველაშვილი და ლატვიის პრეზიდენტი ამის შემდეგ ყვარელს ეწვევიან და ლატვიურ საინვესტიციო პროექტს გახსნიან.

საქართველომ და ლატვიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 11 მარტს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტისა და დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0