თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ლევან და გიორგი (გია) ყარამანიშვილებმა განაცხადეს, რომ საქართველოში მთავარ ოპოზიციურ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ში (Rustavi2) მათ კუთვნილ საკონტროლო წილს მის კოლექტივს გადასცემენ.
ძმები ყარამანიშვილები ფლობენ „რუსთავი"რუსთავი 2"-ში წილების 40% და შპს „ტელეკომპანია საქართველოს", რომელიც თავის მხრივ „რუსთავი 2"-ის 51%-ის მესაკუთრეა. კვირის დასაწყისში მათ ტელეკომპანიის კოლექტივისათვის 40%-ის გადაცემის სურვილი გამოთქვეს, მაგრამ კოლექტივმა უარი განაცხადა, რადგან მათი განცხადებით, ეს შეუძლებელია და უფრო მეტიც, აზრს მოკლებულია. ამასთან კოლექტივის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სამაგიეროდ, „ტელეკომპანია საქართველოს" გადმოცემას ექნებოდა აზრი.
„მზად ვართ, კოლექტივს გადავცეთ „ტელეკომპანია "საქართველოს"51%, რომელიც, თავის მხრივ, არის რუსთავი 2-ის 51%-ის მესაკუთრე. ეს ნიშნავს, რომ ტელეკომპანიის მართვა მთლიანად კოლექტივის ხელში გადავა", — ნათქვამია ტელეკომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ყარამანიშვილების განცხადებაში.
ამ მომენტისათვის მფლობელების ყველა წილზე, მათ შორის, „რუსთავი 2"-ში "ტელეკომპანია საქართველოს" წილზე ყადაღა არის დადებული.
ტელეკომპანია „რუსთავი 2" მის საკუთრებაზე სასამართლო დავის გამო საზოგადოების ყურადღების ცენტრში უკვე წელიწადნახევარზე მეტია რაც იმყოფება. ტელეკომპანიაზე საკუთარი უფლებების შესახებ მისმა ყოფილმა მფლობელმა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომელმაც მრავალი თვის შემდეგ ყველა სასამართლო ინსტანციაში თავისი სიმართლის დამტკიცება შეძლო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2" ხალვაშისთვის ორ მარტს უნდა გადაეცათ, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებულია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელშიც ტელეკომპანიის იურისტებმა საჩივარი შეიტანეს, გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სტრასბურგის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, სასამართლო დავის დროს დაირღვა თუ არა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია.
მანამდე კი, „რუსთავი 2"-ის კოლექტივმა ძმები ყარამანიშვილების ახალი წინადადება მიიღო. ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები იმაზე, თუ ვინ მიიღებს წილს შპს „ტელეკომპანია საქართველოში".
თავის მხრივ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ბიზნესმენს არ აინტერესებს, ვის საკუთრებაში იქნება შპს „ტელეკომპანია საქართველო", რადგან უზენაესმა სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება მისთვის "რუსთავი 2"-ის გადაცემის შესახებ.
„რუსთავი 2"-ის საქმის სასამართლო პროცესი ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისა და ოპოზიციის ნაწილის ხელისუფლების მიმართ ბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. ისინი ახლაც ადანაშაულებენ მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს" სასამართლოების გადაწყვეტილებებში ჩარევაში და ოპოზიციური არხის დახურვის ინტერესში. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს კერძო სუბიექტებს შორის დავაა და სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო, უფრო მეტიც, ისინი ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფით არიან დაინტერესებული.