Rustavi 2–თან დაკავშირებული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ აღსრულდება

© photo: Sputnik / Владимир Федоренко / გადასვლა მედიაბანკშისტრასბურგი
სტრასბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიცე–პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია Rustavi2–ის საქმის სასამართლო განხილვაზე კომენტარი გააკეთა.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია Rustavi2–ის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ აღსრულდება, განაცხადა ვიცე–პრემიერმა, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2 მარტს გამოიტანა. მეორე დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ შეაჩერა გადაწყვეტილება. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში შევა ერთი თვის განმავლობაში დავის მხარეებისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გადაცემის შემდეგ. 

„რამდენად მტკივნეულიც უნდა იყოს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა, თუმცა არც კი განიხილება სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ხელისუფლებამ მის აღსრულებაზე იფიქროს“, — განაცხადა ჯეჯელავამ.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
ნიკა გვარამია – ქიბარ ხალვაშს: გადაეცით Rustavi 2 მის კოლექტივს

ჩვენი ევროპული კურსი შეუქცევადია, მაგრამ ყველამ იცის, რომ „რუსთავი2“ თავისუფალი მედია სულაც არ არის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კონტროლს დამორჩილებული ტელევიზიაა, დასძინა მან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ წამყვანი ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და „რუსთავი 2“–ის კოლექტივის უკმაყოფილება გამოიწვია. ნეგატიური რეაქცია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც გაისმა — გამოითქვა შეშფოთება საქართველოში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. 

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უზენაესმა სასამართლომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში პრობლემები არსებობს, მაგრამ არა სიტყვის თავისუფლების კუთხით.


ყველა ახალი ამბავი
0