მიხეილ ჯანელიძე ამერიკელ სენატორებს შეხვდა

© facebook.com/mfageorgiaმიხეილ ჯანელიძე და ჯონ მაკკეინი
მიხეილ ჯანელიძე და ჯონ მაკკეინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიუსელის ყოველწლიურ კონფერენციას აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის დელეგაცია, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები ესწრებიან.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძე შეხვედრა გამართა სენატორ ჯონ მაკკეინთან და სენატორ რონ ჯონსონთან, ნათქვამია საგარეო უწყების ვებ-გვერდზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბელგიის სამეფოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით 24 მარტს გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას ღებულობს ბრიუსელის ფორუმში. მინისტრი სიტყვით გამოვა მე-6 პლენარულ სესიაზე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის თემატიკას ეთმობა. 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
ნატოს სამიტი ბრიუსელში საქართველოს უშიშროების საბჭოს მთავარი თემაა

საქართველოს საგარეო უწყებისა და ამერიკელი სენატორებისშეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას. მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორებს საერთაშორისო არენაზე საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ მადლიერება გამოხატა მიმდინარე წლის დასაწყისში სენატორ მაკკეინის და სენატორთა დელეგაციის საქართველოში ვიზიტის გამო.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს განვითარების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. ამერიკელი სენატორები მიესალმნენ საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარებას, რომელშიც ასევე კონგრესმენთა დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. 

სენატორი ჯონ მაკკეინი - Sputnik საქართველო
სენატორი ჯონ მაკკეინი თბილისში ჩამოვიდა

სენატორი მაკკეინი ასევე მიესალმა საქართველოს წარმატებას ევროპულ გზაზე, მათ შორის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რამაც ევროკავშირი ქვეყნის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი გახადა. სენატორები დაინტერესდნენ მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოს განვითარებით და მიმდინარე რეფორმებით.

სენატორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. მათ გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ხელი შუწყონ ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავებას.

ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში ასევე იმსჯელებენ ევროატლანტიკური უსაფრთხოების, საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევების შესახებ.

ბრიუსელის ყოველწლიურ კონფერენციას აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის დელეგაცია, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები ესწრებიან.

ყველა ახალი ამბავი
0