ნატოს სამიტი ბრიუსელში საქართველოს უშიშროების საბჭოს მთავარი თემაა

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოფიციალური თბილისი იმედოვნებს, რომ ნატოს სამიტის დღის წესრიგში, რომელიც ბრიუსელში მაისში გაიმართება, ჩართული იქნება საქართველოს საკითხი.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოზე განხილვის მთავარი თემები იყო ბრიუსელის ნატოს სამიტისთვის მზადება და საქართველოს პოზიცია სამიტის მთავარი თემების მიმართ, განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ნატოს სამიტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, 25 მაისს გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, სამიტის მთავარი თემა ტერორიზმთან ბრძოლა იქნება. სამიტზე ასევე განიხილავენ სხვადასხვა წინადადებებს ნატოს გააქტიურებასთან დაკავშირებით ერაყსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში.

"ჩვენ განვიხილეთ ბრიუსელის სამიტზე საქართველოს საკითხის წარმოჩენის თვალსაზრისით კოორდინირებულად გადასადგმელი ნაბიჯები. იქ მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები არიან მიწვეული. საქართველოს წინაშე მნიშვნელოვანი ამოცანა დგას — კოორდინირებულად იმოქმედონ თავდაცვამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების საბჭომ, პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა იმისთვის, რათა ჩვენი პარტნიორებისა და ჩვენი მხარდამჭერების მეშვეობით საქართველოს საკითხს შესაბამისი ყურადღება მიექცეს", — განაცხადა მარგველაშვილმა.

თბილისში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიხსნა - Sputnik საქართველო
თბილისი ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას მასპინძლობს

მისი თქმით, უშიშროების საბჭოზე ასევე განიხილეს საქართველოს პოზიცია ნატოს ინიციატივასთან დაკავშირებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამინისტროში რეფორმების შესახებ.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის "პარტნიორობა მშვიდობისათვის" მონაწილე გახდა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო–ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა.

2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობის შემთხვევაში საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან. 2011 წელს საქართველომ ნატოს "ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0