თბილისი ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას მასპინძლობს

© FB/საქართველოს თავდაცვის სამინისტროთბილისში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიხსნა
თბილისში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიხსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა უკვე მეორედ იმართება, რაც ნათლად ადასტურებს ალიანსის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik.  ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს ეფექტური და მდგრადი შეიარაღებული ძალების შექმნაში, განაცხადა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალ პეტრ პაველმა ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე.

საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა უკვე მეორედ იმართება, რაც ნათლად ადასტურებს ალიანსის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. 

ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრების შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში - Sputnik საქართველო
საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტი იმყოფება

საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მეორე დღე სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" კომიტეტის სესიით დაიწყო, რომელიც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალ პეტრ პაველმა ოფიციალურად გახსნა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა თავდაცვის მინიტრ ლევან იზორიას.

„მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნატო საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, რომელთან თანამშრომლობაც ღია და გულახდილი დიალოგის ფორმატში მიმდინარეობს“, — განაცხადა გენერალმა პაველმა.

ნატოს უმაღლეს სამხედრო მაღალჩინოსნებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ალიანსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

„დღეს, ისე როგორც არასდროს, ნატოს მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე. ალიანსის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში მეორედ ჩატარებულიყო სამხედრო კომიტეტის სხდომა, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ მტკიცე მხარადჭერას და მისი, როგორც სანდო პარტნიორის და ევროატლანტიკური ოჯახის მომავალი წევრის აღიარებას", — განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას.  

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა - Sputnik საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

მინისტრმა თავდაცვის ახალი სტრატეგიული ხედვისა და 2017-2020 წლების ძირითად მიმართულებებზეც ისაუბრა და მათ შემუშავებაში საერთაშორისო მხარდაჭერას გაუსვა ხაზი: "ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვის ინსტიტუტის რესტრუქტურიზაციასა და ოპტიმიზაციას, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქნილობისა და სამანევრო შესაძლებლობების გაზრდას ითვალისწინებს". 

ლევან იზორიამ თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში არსებულ საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატებზეც ისაუბრა და ამ პროცესში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (შNGP) გათვალისწინებული მიმართულებების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. როგორც მან განაცხადა, თავდაცვის რეფორმირების პროცესში, ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდისა და საქართველოს ალიანსში საბოლოო გაწევრიანების გზაზე — ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (შNGP) ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი გახდა. 

ნატოს უმაღლეს სამხედრო პირებთან სიტყვით გამოსვლის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა ნატოს, ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზე გაამახვილა ყურადღება და კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს მზაობა წვლილი შეიტანოს მსოფლიო სტაბილურობის უზრუნველყოფაში. მან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში საქართველოს აქტიურ ჩართულობაზეც გაამახვილა ყურადღება. 

ნატოს სამხედრო კომიტეტი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია.

 

ყველა ახალი ამბავი
0