ტუბერკულიოზი საქართველოში: დაავადება უკან იხევს

© photo: Sputnik / Anton Vergunტუბერკულოზი
ტუბერკულოზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ყოველ წელს მცირდება ტუბერკულიოზით დაავადების შემთხვევები.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო იშვიათად ავადდებიან ტუბერკულიოზით, 2012 წელთან შედარებით 2016 წელს დაავადებულთა რაოდენობა 30%-ით შემცირდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ტუბერკულიოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 24 მარტს აღინიშნება.

ტუბერკულოზი - Sputnik საქართველო
ექიმი საქართველოში ტუბერკულიოზით დაავადებულების მდგომარეობის შესახებ გვიამბობს

საქართველოში ტუბერკულიოზით დაავადებების შემთხვევების რაოდენობის შემცირება 2009 წლიდან დაიწყო. ეს იმას უკავშირდება, რომ საქართველოში ყველა ანალიზის გაკეთება, მათ შორის ბაქტერიალურის, და ასევე რენტგენის, უფასოდ არის შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის დიაგნოზი დადასტურდა, მას პრეპარატებისადმი მგრძნობელობის სპეციალური ტესტი უკეთდება და მკურნალობა აბსოლუტურად უფასოდ უტარდება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2011 წელს ტუბერკულიოზით დაავადების დარეგისტრირებულ შემთხვევათა რაოდენობა 100000 მოსახლეზე 123 ადამიანს შეადგენდა, 2013 წელს — 96 ადამიანს, 2015 წელს — 97 ადამიანს.

ტუბერკულოზი - Sputnik საქართველო
საქართველოში ტუბერკულიოზით დაავადების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

2016 წელს საქართველოში ტუბერკულიოზის ყველა ფორმის სულ 3311 შემთხვევა დაფიქსირდა, 100000 მოსახლეზე ეს 90 ადამიანს შეადგენს.

საქართველოში ტუბერკულიოზით ყველაზე ხშირად ავადდებიან 25-დან 34 წლამდე მამაკაცები და 19-დან 25 წლამდე გოგონები.

ორი კვირის განმავლობაში მუდმივი ხველა, დაბალი სიცხე, მომატებული ოფლიანობა, საერთო სისუსტე, მადის დაქვეითება, წონის დაკარგვა — ეს ის სიმპტომებია, რომელთა დროს ექიმთამ მიმართვა აუცილებელია.

ტუბერკულიოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ისტორიული შენობები წითლად არის განათებული. საქართველოც უერთდება ამ კამპანიას, 19:30 საათზე სატელევიზიო ანძა წითელი ფერით განათდება.

გერმანელმა მიკრობიოლოგმა რობერტ კოხმა 1882 წელს ტუბერკულიოზის გამომწვევის აღმოჩენის შესახებ განაცხადა. 1905 წელს მეცნიერმა მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიიღო.

ეს დღე 1982 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ტუბერკულიოზთან და ფილტვების დაავადებებთან ბრძოლის საერთაშორისო კავშირის გადაწყვეტილებით დაარსდა და ტუბერკულიოზის გამომწვევის — კოხის ჩხირის აღმოჩენის 100 წლისთავს დაუკავშირდა.

ტუბერკულიოზი — ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციური დაავადებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2015 წელს ტუბერკულიოზით 10,4 მილიონი ადამიანი დაავადდა და ამ დაავადებამ 1,8 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. ამ ციფრების გათვალისწინებით, მსოფლიოში სიკვდილიანობის წამყვან ინფექციურ მიზეზს ტუბერკულიოზი წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0