ექიმი საქართველოში ტუბერკულიოზით დაავადებულების მდგომარეობის შესახებ გვიამბობს

© Pharmpriceტუბერკულოზი
ტუბერკულოზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ტუბერკულიოზის მკურნალობა უფასოა, ასევე უფასოა დაავადების განსაკუთრებით საშიშ შემთხვევებში ქირურგიული ჩარევა.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველოში ტუბერკულიოზით დაავადების ყველაზე ხშირი შემთხვევები 25-დან 34 წლამდე ასაკის მამაკაცებში და 19-დან 25 წლამდე ასაკის ქალებში გვხვდება, განაცხადა ტუერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ავალიანმა.

ყოველწლიურად ტუბერკულიოზისგან მსოფლიოში 1,5 მილიონი ადამიანი იღუპება, ხოლო 9 მილიონი — ავადდება. ტუბერკულიოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 24 მარტს აღინიშნება. 2016 წლის ლოზუნგია „ერთად შევებრძოლოთ ტუბერკულიოზს“.

ტუბერკულოზი - Sputnik საქართველო
საქართველოში ტუბერკულიოზით დაავადების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

 „ტუბერკულიოზით ნებისმიერ ასაკში შეიძლება დავაავადდეთ. ის ხშირად გვხვდება ჩვილებში, მაგრამ ყველაზე მეტად გავრცელებულია ახალგაზრდებში, რადგან ისინი ბევრ ადამიანთან ურთიერთობენ, საზოგადოებრივად აქტიურები არიან“, — განუცხადა Sputnik-ს ავალიანმა.

ექიმის თქმით, ტუბერკულიოზის სიმპტომების შემჩნევა ადვილია: მუდმივი ხველა ორი კვირის განმავლობაში, დაბალი ტემპერატურა, გაძლიერებული ოფლიანობა, ზოგადი სისუსტე, უმადობა, წონის კლება — ეს ის სიმპტომებია, რომლებიც მეტყველებს, რომ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

ყველა ანალიზი, მათ შორის ბაქტერიული, ასევე რენტგენის გადაღება უფასოა. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დიაგნოზი დაუდგინდა, მას პრეპარატებისადმი მგრძნობელობაზე ტესტს ჩაუტარებენ და მკურნალობას დაიწყებენ — ასევე აბსოლუტურად უფასოდ. 

„პაციენტს უფასოდ მკურნალობა სტაციონარშიც შეუძლია. უფასოა ქირურგიული ჩარევაც. ჩვენ ასევე ვიკვლევთ იმ ადამიანებს, რომლებიც პაციენტებთან უშუალო კონტაქტში იმყოფებოდნენ“, — აღნიშნა ავალიანმა.

ტუბერკულიოზი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა, ამიტომ ეს დაავადება ძალზე საშიშია. თუმცა ძლიერი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში დაავადების რისკი მცირეა, აღნიშნა ექიმმა.

ტუბერკულოზით დაავადებულებს საქართველოში იძულებით უმკურნალებენ - კანონპროექტი

 „თუ დადასტურდა, რომ ადამიანს ტუბერკულიოზის გადამდები ფორმა აქვს, მას სასწრაფოდ მოათავსებენ სტაციონარში და იქ მანამდე გააჩერებენ, სანამ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით საშიში აღარ იქნება. ხოლო იმ ადამიანებს, ვისაც დაავადების გადამდები ფორმა არ აქვთ, მათ სახლში მედიკამენტებით მკურნალობა შეუძლიათ“, — განაცხადა მან.

ექიმის რეკომენდაციების თანახმად, ტუბერკულიოზის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ადამიანმა მკაცრად დაიცვას ჰიგიენის წესები, სხვაგვარად ინფექციით, შესაძლოა, ოთხი მეტრის დაშორებითაც დაავადდეს. გარდა ამისა, აუცილებელია კარგად განიავდეს შენობა, რაც შეიძლება იშვიათად ვეწვიოთ ისეთ ადგილებს, სადაც დიდი ნესტია, ვეცადოთ, კარგად ვიკვებოთ და ჯანმრთელი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ.

2017 წლიდან საქართველოში ტუბერკულიოზის იძულებით მკურნალობა ამოქმედდება. შესაბამისი კანონპროექტი 2015 წელს შემუშავდა. ამ გადაწყვეტილების აუცილებლობა იმის გამო გაჩნდა, რომ ზოგიერთი პაციენტი გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის არ გამოცხადდა, ხოლო ზოგიერთმა სამედიცინო დახმარებაზე საერთოდ უარი თქვა, აღნიშნა ავალიანმა.


ყველა ახალი ამბავი
0