ექსპერტი: საქართველოში ტურიზმის განვითარების დინამიკა სტაბილურია

© Sputnik / Alexander Imedashviliნიკა კვარაცხელია
ნიკა კვარაცხელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2016 წელს საქართველოს ექვს მილიონზე მეტი ტურისტი ესტუმრა.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ტურიზმის სფეროს ექსპერტი, ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ნიკო კვარაცხელია მიიჩნევს, რომ საქართველოში ტურიზმი სულ უფრო დინამიკურად და მრავალმხრივად ვითარდება.

ამის შესახებ კვარაცხელიამ განაცხადა ხუთშაბათს, თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართული ვიდეოხიდის "აქტიური ტურისტული სეზონის გახსნისათვის მზადება. ექსპერტთა პროგნოზები ტურისტების მოზიდვასთან დაკავშირებით" მიმდინარეობისას. ექსპერტებმა განიხილეს 2017 წლისთვის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები და ერთობლივი სამუშაოების გეგმები ტურისტული მომსახურების ბაზარზე საქართველოში, ბელარუსში, ყირგიზეთსა და მოლდოვაში.

თუ გადახედავთ ტურიზმის ზრდის გრაფიკს და ზრდის ყოველწლიურ პროცენტს, ეს მართლაც იძლევა იმ დინამიკას, რომელიც საქართველოში ტურიზმის განვითარების სტაბილურობაზე მეტყველებს… ტურიზმი საქართველოში მრავალმხრივ ვითარდება", — განაცხადა კვარაცხელიამ.

ექვსი მილიონი ტურისტიდან, რომელმაც ჩვენი ქვეყანა მოინახულა, ტურისტების 90% მეზობელი ქვეყნებიდან არის, 10% — ევროპის ქვეყნებიდან და აშშ-დან ჩამოსული უცხოელი ტურისტია. 

ვინ ქმნის ამინდს ამ ქვეყნებიდან საქართველოში? ეს ჩვენი უახლოესი მეზობლები არიან — აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, მეოთხე ადგილზე რუსეთია, მეხუთეზე – უკრაინა. სწორედ ეს ქვეყნები ქმნიან ამინდს ქართულ ტურიზმში", — ხაზგასმით აღნიშნა კვარაცხელიამ.

ექსპერტმა განაცხადა, რომ ბოლო დროს ტურიზმის ხასიათი შეიცვალა და სტუმრები უფრო მეტ აქცენტს მოკლევადიან ვიზიტებზე აკეთებენ.

საბჭოთა პერიოდში, 1988 წელს ჩვენ 5 მილიონ ტურისტს ვიღებდით, ახლა ინფრასტრუქტურა, საერთო ჯამში, სამჯერ ნაკლები გვაქვს, მაგრამ 6 მილიონ ტურისტს ვიღებთ. ტურიზმი მოკლევადიანი გახდა. ვიზიტორები ჩამოდიან და მიემგზავრებიან ერთი დღის განმავლობაში, რაც ტურისტების რაოდენობას ზრდის", — აღნიშნა კვარაცხელიამ.

რესპუბლიკა მოლდოვას ტურიზმის განვითარებისა და მარკეტინგის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ტურიზმის სააგენტოს წარმომადგენელმა ვიქტორია ვიკოლმა ისაუბრა მოლდოვაში ტურისტთა ნაკადის ზრდის შესახებ, რომელიც უკანასკნელ წელს 18%-ით გაიზარდა. 

ჯესპერ ბლექი მცხეთაში - Sputnik საქართველო
მეექვსმილიონე ტურისტი და ქართული დახვედრით მიღებული შოკი

ტურისტები ღვინის ტურიზმით არიან დაინტერესებული. მაგრამ, ღვინის ტურიზმის გარდა, ჩვენ შესანიშნავი, უნიკალური სამზარეულო გაგვაჩნია. ის ძალიან მრავალფეროვანია, რადგან მოლდოვას მოსახლეობას შეადგენენ არა მარტო მოლდოველები, ჩვენთან რუსები, უკრაინელები, ბულგარელებიც ცხოვრობენ… გარდა ამისა, ჩვენი სოფლის ტურიზმი კარგად არის განვითარებული", — განაცხადა ვიკოლმა.

ბელარუსის ტურისტული ინდუსტრიის რესპუბლიკური კავშირის თავმჯდომარის ფილიპ გულის თქმით, გარდა ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელი ელექტრონული ექსკურსიების განვითარების პრობლემისა, ბელარუსს ტურისტულ სფეროში ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთთან უჭირს კონკურენცია.

ისინი მსგავს პროდუქტს სთავაზობენ: სამზარეულოს, არქიტექტურის, ეროვნული კოსტიუმების კუთხით… ჩვენს ოპერატორებს მსოფლიო ბაზარზე რთული ბრძოლა უწევთ და იმის ახსნა, თუ რატომ უნდა ჩამოვიდნენ სწორედ ჩვენთან", — აღნიშნა გულიმ.

თუმცა, აღნიშნა გულიმ, უცხოელი ტურისტების მიერ ბელარუსის მონახულების დინამიკა მაინც დადებითია. დსთ-ის ქვეყნების მცხოვრებთა გარდა, რესპუბლიკაში ხშირად ჩადიან ჰოლანდიის, გერმანიისა და სკანდინავიის ქვეყნების მცხოვრებნი. 

Aerosmith - Sputnik საქართველო
საქართველოში Aerosmith-ის კონცერტზე ტურისტები რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ

ყირგიზეთის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აზამატ ჟამანკულოვმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ქვეყანაში სულ უფრო პოპულარული ხდება სისტემა touch tourism, როდესაც უცხოელები ჩამოდიან ჯაილოზე" და ყირგიზული ხალხის კულტურას 10-20 დღის განმავლობაში ეცნობიან.

ჩვენ მომსახურებას ვთავაზობთ ტურისტებს ინდოეთიდან, ჩინეთიდან, არაბული ქვეყნებიდან. ვნერგავთ ისეთ სისტემას, როდესაც უცხოელები ჩამოდიან ოჯახებით და საძოვრებზე, იურტებში ეცნობიან ყირგიზების კულტურას, ტრადიციებს, ყოფას. ადამიანები ორი-სამი კვირით რჩებიან, ცხოვრობენ ინტერნეტის გარეშე, ბუნებასთან ჰარმონიაში", — აცხადებს ჟამანკულოვი.

როგორც მან განმარტა, ჩინელი და არაბი ტურისტები ყირგიზეთში სულ უფრო ხშირად ჩამოდიან, ხოლო ტურისტული მომსახურების 20-25%-ის რეკლამა ონლაინ-რეჟიმში ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0