ლაიფციგი და ბერლინი თანამედროვე ქართულ ლიტერატურას გაეცნობა

© courtesy of Leipziger Buchmesseლაფციგის წიგნის ბაზრობა
ლაფციგის წიგნის ბაზრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე წარმოდგენილია გერმანულ ენაზე ნათარგმნი ქართველი მწერლების ნაწარმოები, გარდა ამისა ბერლინის ლიტერატურულ სივრცეებში ავტორები შეხვედრებს გამართავენ.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოები მეექვსედ წარსდგება ლაიფციგის ცნობილ წიგნის ბაზრობაზე, რომელიც გერმანიაში 23-27 მარტს ტარდება.

ლაიფციგის წიგნის ბაზრობა — ფრანქფურტის ბაზრობის შემდეგ სიდიდით მეორეა და ლაიპციგში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოფენაა. ფრანქფურტის ბაზრობისგან განსხვავებით, ეს გამოფენა მსოფლიოში წარმოდგენილია როგორც მსოფლიო ლიტერატურული სალონი სხვადასხვა ღინისძიებით, საღამოებით და აქციებით. ბაზრობა ყოველწლიურად მარტში იმართება.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, წიგნის ეროვნული ფონდის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით წელს ბაზრობაზე გერმანულ ენაზე ნათარგმნი 15 ქართველი ლიტერატორის ნაწარმოებია წარმოდგენილი.

წიგნები - Sputnik საქართველო
ქართველი მწერალი საუკეთესო ქალ–ავტორთა სიაში შევიდა

გერმანელ მთარგმნელებსა და გამომცემლებს საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ ისეთი ქართველი მწერლები, როგორებიცაა ანა კორძაია-სამადაშვილი, ნაირა გელაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ბასა ჯანიკაშვილი, ბესო ხვედელიძე, დიანა ანფიმიადი, აბო იაშაღაშვილი, ბელა ჩეკურიშვილი, დათო ბარბაქაძე და სხვები.

ბაზრობაზე გაიმართება ქართველი დრამატურგების — მიხეილ ჯავახიშვილის, ბადრი გუგუშვილისა და შოთა ჩანტლაძის ახალი გერმანულენოვანი გამოცემების პრეზენტაციები. გერმანულ აუდიტორიას ცნობილი გერმანელი რედაქტორი და გამომცემელი ბარბარა ვაიდლე და ქართველი მწერალი დავით გაბუნია წიგნებს თეატრალიზებული კითხვის ფორმატში წარუდგენენ.

ლაიფციგში ასევე მიწვეულია საქართველოს კულტურისა სამინისტროს პროექტის "ცოცხალი წიგნები" ორი მონაწილე ავტორი — ეკა ქევანიშვილი და ნიკოლოზ ჯორჯანელი. 24 მარტს, წიგნის ბაზრობაზე ისინი გერმანელ მკითხველთან შეხვედრას გამართავენ, მოეწყობა პოეზიის საჯარო კითხვა გერმანულ ენაზე.

შეყვარებული ჩიტები - Sputnik საქართველო
ტესტი: რამდენად კარგად იცნობთ ქართულ სასიყვარულო პოეზიას

გარდა ამისა, წელს პირველად ბაზრობის პრესტიჟული ლიტერატურული პლატფორმა Das Blaue Sofa("ლურჯი დივანი") ქართველ ავტორს უმასპინძლებს. ეს ყოველდღიური 12-სათიანი მარათონია, სადაც ტრადიციისამებრ პირდაპირ ეთერში ბაზრობიდან სიტყვით გამოდიან ცნობილი ავტორები, ლიტერატორები, ჟურნალისტები, მთარგმნელები და გამომცემლები.

ამჯერად "ლურჯ დივანზე" ქართველი მწერალი ნაირა გელაშვილი აღმოჩნდება. ის საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრებს და რომანის "მე ის ვარ" გერმანულენოვან თარგმანს წარადგენს, რომელიც ცნობილმა გამომცემლობამ Verbrecher Verlag Jörg Sundermeier-მა 2016 წელს გამოსცა.

ქართული საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, ლაიფციგის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გაიმართება "ბიზნეს ლანჩი", სადაც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები გერმანულ ენაზე ნათარგმნ ქართველ საბავშვო ლიტერატურის 15-მდე გამოცემას წარადგენენ.

პოპულარულ ქართველ ავტორებთან შეხვედრები ბერლინის ცნობილ ლიტერატურულ სივრცეებშიც გაიმართება. გერმანელი მკითხველი გაეცნობა ზაზა ბურჭულაძის "ტურისტის საუზმის", აბო იაშაღაშვილის "როიალ მერის" და ანა კორძაია-სამადაშვილის "ვინ მოკლა ჩაიკას" გერმანულ თარგმანებს.

ცოცხალი წიგნები - Sputnik საქართველო
თბილისის სკოლებში პროექტი „ცოცხალი წიგნები“ დაიწყო

ყველა ლიტერატურული ღონისძიება საქართველო-გერმანიის ურთიერთობების საიუბილეო წლის ფარგლებში გაიმართება — 2017 წელს საქართველო და გერმანია დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს აღნიშავენ. გარდა ამისა, წელს საქართველოში გერმანული დასახლების დაარსების 200 წლისთავი აღინიშნება.

ლაიფციგის წიგნის ბაზრობა ჯერ კიდევ XVII საუკუნეში გაჩნდა, ხოლო XVIII საუკუნეში ლაიფციგი გერმანიის წიგნების ვაჭრობის ცენტრად იქცა. ბაზრობაზე გერმანიისა და სხვა ქვეყნების მრავალრიცხოვანი გამომცემლები წარადგენენ სხვადასხვა სახის ლიტერატურას, სასკოლო სახელმძღვანელოებს, კალენდრებს, მხატვრულ ალბომებს და აუდიოწიგნებს.

გამოფენის დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ შეიძინონ წიგნები და სხვა ბეჭდვითი პროდუქცია, დაესწრონ ლექციებს, დისკუსიებს, შეხვდნენ მწერლებსა და მხატვრებს, დაესწრონ საუკეთესო გამომცემლებისა და ავტორების დაჯილდოების ცერემონიას. ყოველ წელს ეს მოვლენა მხატვრული სიტყვის ათიათასობით თაყვანისმცემელს მასპინძლობს.

ყველა ახალი ამბავი
0