საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ აქციას ესწრებოდა

გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეები სამართალდამცველებს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებენ.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილმა ანა მარგველაშვილმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაში „არა ჩადებას“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრი“ აქციის ორგანიზატორია, რომლის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ჯიბეები ამოიკერეს. 

საქართველოს პრეზიდენტი თავის ქალიშვილთან ერთად - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის ქალიშვილმა თავისი ოჯახისა და მეგობრების თვალთვალის შესახებ განაცხადა

აქციის ჩატარების საბაბი გახდა პოლიტიკასთან დაკავშირებული ადამიანების ნათესავებისა და მეგობრების ნარკოდანაშაულისთვის გახშირებული დაკავება — დააკავეს გაზეთ „ქრონიკა+“–ის სკანდალურად ცნობილი რედაქტორის ელისო კილაძისა და უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი უფროსის ხატია დეკანოიძის ვაჟები, ასევე საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის მაკა ჩიჩუას ქალიშვილის (პირველი ქორწინებიდან) მეუღლის მეგობარი  მიხეილ თათარიშვილი. ყველა მათგანი მიიჩნევს, რომ მათ ნარკოტიკები ჩაუდეს.

 „ვაპროტესტებ ნარკოპოლიტიკას და გვერდში ვუდგავარ ჩემს მეგობარს, რომელსაც ჩაუდეს ნარკოტიკი. ის უკანონო პატიმრობაშია. ვაპირებ, რომ ბოლომდე დავუდგე მას გვერდში და ყველა ადამიანს ვუცხადებ სოლიდარობას, ვისაც ასეთი პრობლემა აქვს“, — განაცხადა ანა მარგველაშვილმა ტელეკომპანია Rustavi2–ის ეთერში. 

ელისო კილაძე - Sputnik საქართველო
სკანდალურად ცნობილი ელისო კილაძის ვაჟი ნარკოტიკების გამო დააკავეს

მიხეილ თათარიშვილი 17 მარტს ნარკოტიკების დიდი ოდენობით შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თათარიშვილს 8–დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

აქციას ელისო კილაძეც ესწრებოდა. მისი ვაჟი, დავით ხარშილაძე 13 მარტს ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. რამდენიმე დღეში აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შვილის დაკავებას კილაძე მის პროფესიულ საქმიანობასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილესთან იოსებ გოგაშვილთან დაპირისპირებას უკავშირებს. ის ამტკიცებს, რომ მის შვილს ჩაუდეს ნარკოტიკი. 

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
ხატია დეკანოიძის შვილს პირობითი სასჯელი ელის

„ჩვენ აქტიურები ვიქნებით იმისთვის, რომ ეს რეპრესიული მანქანა შევაჩეროთ. და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ამას. მოვახერხებთ, რომ ეს შიში გავტეხოთ და პოლიციელების ძალადობას წინ აღვუდგეთ,“- განაცხადა ელისო კილაძემ.

საპროტესტო აქციას მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წარმომადგენლების ესწრებოდნენ, რომლებიც მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზაციას მოითხოვენ. მათ არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქციები თბილისში. ამ ორგანიზაციის ბოლო აქცია ძალზე ხმაურიანი იყო, აქციაზე პოლიციასთან მომხდარი შეტაკების შედეგად ორი ადამიანი დააკავეს.


ყველა ახალი ამბავი
0