თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს ყოფილი განათლების მინისტრისა (მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში) და მოგვიანებით უკრაინის ეროვნული პოლიციის ასევე ყოფილი შეფის, ხატია დეკანოიძის შვილს თორნიკე კოპალეიშვილს, რომელიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვისაა დაკავებული, საპროცესო შეთანხმება უფორმდება, იუწყება ტელეარხი „იმედი“ (Imedi).
ტელეარხის ინფორმაციით, თორნიკე კოპალეიშვილმა დანაშაული აღიარა და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას დათანხმდა.
საქართველოს პროკურატურა აპირებს, უახლოეს დღეებში მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული შეთანხმების გასაფორმებლად და პირობითი სასჯელის ზომის შესარჩევად.
შეგახსენებთ: თორნიკე კოპალეიშვილი ოთხი დღის წინ დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
სასამართლო სხდომა 12 აპრილისთვის იყო ჩანიშნული და კოპალეიშვილს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.