არასამთავრობო ორგანიზაცია: მოსამართლის ძმას კომპენსაცია არ ეკუთვნის

© AP Photo / Pavel Golovkinწყალდიდობა თბილისში 2015 წელს
წყალდიდობა თბილისში 2015 წელს - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" თბილისის მერიის მიერ მოსამართლის ძმის, ზვიად ნაზღაიძისთვის ქალაქის ცენტრში მიწის ნაკვეთისთვის კომპენსაციის გამოყოფაში დანაშაულის ნიშნები დაინახა.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ამტკიცებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას ზვიად ნაზღაიძეს არ ეკუთვნის კომპენსაცია, რადგან თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი წყალდიდობის დროს ძვირადღირებული მიწის ნაკვეთი მას არ ეკუთვნოდა.

ზვიად ნაზღაიძემ თბილისის მერიისგან დაახლოებით 1 მილიონი ლარი უნდა მიიღოს ვერეს ხეობაში მიწის ნაკვეთისთვის. ეს თემა წინ წამოწია ტელეკომპანია "რუსთავი2"-მა, რომლის საქმეს სწორედ მოსამართლე ნატა ნაზღაიძე განიხილავდა. მოსამართლემ ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის გადაცემის გადაწყვეტილება გამოიტანა.

სვანიძის ქუჩა, წყალდიდობა - Sputnik საქართველო
თბილისის მერია მოსამართლის ძმასთან „მილიონიან გარიგებას“ კანონიერად მიიჩნევს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" (საია) ამ ნაკვეთთან დაკავშირებული დოკუმენტაცია დეტალურად შეისწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ნაზღაიძისთვის კომპენსაციის გამოყოფის საკითხი, შესაძლოა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

"2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს ზვიად ნაზღაიძე არ წარმოდგენდა თბილისში, ყიფშიძის ქ. №2-ის მიმდებარედ არსებული 1641 კვ.მ უძრავი ქონების მესაკუთრეს და არც ოფციის უფლება გააჩნდა ქონებაზე. შესაბამისად, ზვიად ნაზღაიძე არ დაზარალებულა 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს", — აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში.

როდესაც მერია ნაზღაიძისგან წყალდიდობისგან დაზიანებულ მიწის ნაკვეთს იღებდა, ოფიციალურ დოკუმენტებში არ მიუთითა, რომ ეს მოხდა გადაუდებელი აუცილებლობის ან საზოგადოებრივი საჭიროების გამო.

"ზვიად ნაზღაიძეს უსაფუძვლოდ გადაეცა თბილისში, საბურთალოს საცხოვრებელ რაიონში, V კვარტალში, სანდრო ეულის ქუჩა №5-ში მდებარე 5001 კვ.მ უძრავი ქონება", — ნათქვამია კვლევაში.

წყალდიდობა თბილისში 2015 წლის 13 ივნისს - Sputnik საქართველო
მილიონიანი საქმე: მოსამართლე ნაზღაიძე და „რუსთავი 2“

საია ვარაუდობს, რომ თბილისის მერიასა და ზვიად ნაზღაიძეს შორის იყო შეთანხმება, რომ თუ ნაზღაიძე იყიდდა უკვე დაზიანებულ ქონებას, შემდეგ მას მის სანაცვლოდ კომპენსაციას გადასცემდნენ.

დოკუმენტების თანახმად, 2013 წლიდან 2016 წლამდე ნაკვეთის მფლობელი "საქართველოს ბანკი" იყო, ხოლო ნაზღაიძე ნაკვეთის პირობითი მფლობელი 2016 წლის 29 ნოემბერს გახდა, ცოტა ხნით ადრე იქამდე, სანამ საკრებულომ წყალდიდობისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება გადაწყვიტა. 2016 წლის დეკემბერში საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმად, მერიამ კომპენსაციის სახით ზვიად ნაზღაიძეზე 5 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მქონე 515 460 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი გადააფორმა.

გარდა ამისა თბილისის მერიამ ზვიად ნაზღაიძის საბანკო ანგარიშზე გადარიცხა 129 308 ლარი და 42 823 აშშ დოლარი. ასევე, ქალაქის ხელისუფლება მზად არის, მას დამატებით 220 ათასი ლარი გადაურიცხოს.

თავად ზვიად ნაზღაიძე ამტკიცებს, რომ მიწის ნაკვეთი ყიფშიძის ქუჩაზე მას მოქალაქე ზვიად ჩოხელმა ვალის სანაცვლოდ გადასცა.

"ჩემი ვალი ჰქონდა ჩოხელს, 2013 წელში აღიარებული, 2015-ში თქვენი სასამართლო პროცესები საერთოდ რომ არ იყო, 1 სექტემბერს ჩოხელი მიმართავს მერიას და ეუბნება ჩვენი ხელშეკრულების საფუძველზე, რომ ზვიად ნაზღაიძე არის ამის მფლობელი", — განაცხადა ნაზღაიძემ Rustavi2-ის ეთერში.

საქართველოს პროკურატურა ზვიად ნაზღაიძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებით მასალებს სწავლობს.

ყველა ახალი ამბავი
0