თბილისის მერია მოსამართლის ძმასთან „მილიონიან გარიგებას“ კანონიერად მიიჩნევს

© photo: Sputnik / Levan Avlabreliსვანიძის ქუჩა, წყალდიდობა
სვანიძის ქუჩა, წყალდიდობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციამ ვერ მიაღწია თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ნატა ნაზღაიძის ძმისთვის მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებს.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. 2015 წელს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზიანებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხში თბილისის მერიამ სამართლიანობის პრინციპით იხელმძღვანელა, ნათქვამია დედაქალაქის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმამ ზვიად ნაზღაიძემ ვერეს ხეობაში მდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მერიისაგან საერთო ჯამში დაახლოებით 1 მილიონი ლარი უნდა მიიღოს. 

წყალდიდობა თბილისში 2015 წლის 13 ივნისს - Sputnik საქართველო
მილიონიანი საქმე: მოსამართლე ნაზღაიძე და „რუსთავი 2“

ოპოზიციურმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, რომლის საქმე სასამართლოში იხილება, ნაზღაიძე ქრთამის აღებაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ საკრებულოს ოპოზიციამ შესაბამისი განკარგულების გაუქმება მოითხოვა და რიგგარეშე სხდომაზე მერი დავით ნარმანია დაიბარა. მას ოპოზიციის კითხვებზე პასუხი არ გაუცია და გარიგების კანონიერებაზე მიუთითა.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ვერეს ხეობაში მდებარე ნაკვეთის რეალური ღირებულება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ზვიად ნაზღაიძემ უნდა მიიღოს. დოკუმენტების თანახმად, 2013 წლიდან 2016 წლამდე ნაკვეთის მფლობელი „საქართველოს ბანკი“ იყო. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, წყალდიდობამდე ნაკვეთის ღირებულება 971000 ლარს შეადგენდა, წყალდიდობის შემდეგ კი — 23000 ლარს.

 „რაც შეეხება მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების ღირებულების შეფასებას, კანონი, რომლითაც მუნიციპალიტეტმა იხელმძღვანელა, ითვალისწინებს, რომ ქონების ჩამორთმევისას დაცული უნდა იყოს ორი უმთავრესი პრინციპი — ანაზღაურება იყოს სამართლიანი და სრული“, — ნათქვამია მერიის განცხადებაში.

გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია სტიქიური უბედურების ზონაში მდებარეობდა და შემდგომი განაშენიანებისათვის გამოუსადეგარი გახდა, მისი ჩამორთმევის დროს, როგორც სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, დაზარალებულისთვის ზარალის სამართლიანი ანაზღაურების დადგენისას, მუნიციპალიტეტი ხელმძღვანელობდა უძრავი ქონების იმ ღირებულებით, რომელიც მას სტიქიამდე გააჩნდა, გაუსვეს ხაზი მერიაში. 

კანონი და მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“-ის საქმეს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს

 „აღნიშნულის გათვალისწინებით, დაზარალებულისათვის სტიქიამდე არსებული ღირებულების შეუთავაზებლობა იქნებოდა ზემოაღნიშნული უმთავრესი პრინციპების დაუცველობა… ამასთან, გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება  2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას, მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გამჭვირვალობის, თანაზომიერების, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით“, — აღნიშნულია განცხადებაში.

2016 წლის დეკემბერში, თბილისის საკრებულოს განკარგულებით, თბილისის მერიამ ზვიად ნაზღაიძეზე კომპენსაციის სახით 5000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი გადააფორმა, რომლის ღირებულება 515 460 ლარია. ნაკვეთი საბურთალოზე, სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარეობს.

გარდა ამისა, თბილისის მერიამ ზვიად ნაზღაიძის საბანკო ანგარიშზე გადარიცხა 129 308 ლარი და 42 823 აშშ დოლარი. ქალაქის ხელისუფლება დამატებით 220 000 ლარის გადარიცხვასაც აპირებს.

პარასკევს თბილისის საკრებულომ ზემოხსენებული განკარგულების გაუქმებაზე ოპოზიციას უარი უთხრა — უმრავლესობამ ადრე მიღებული გადაწყვეტილების სასარგებლოდ მისცა ხმა. 

დავით საყვარელიძე - Sputnik საქართველო
კომპრომატების ომი: სააკაშვილის თანამებრძოლის განცხადება და „რუსთავი 2“-ის საქმე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნატა ნაზღაიძე თავის დროზე „რუსთავი 2“-ის მისი ყოფილი მფლობელის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის საქმეს იხილავდა. 2016 წლის ივნისში სასამართლო კოლეგიამ, ნაზღაიძის თავმჯდომარეობით, გადაწყვეტილება ხალვაშის სასარგებლოდ გამოიტანა, რასაც ოპოზიციამ და ტელეკომპანიის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ ხელისუფლების შეკვეთის შესრულება უწოდა.

„რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ნაზღაიძეს, მიღებული გადაწყვეტილებისთვის ამგვარად, დაახლოებით ერთი მილიონი ლარით „გადაუხადა მადლობა“. ამჟამად „რუსთავი 2“-ის საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოშია გადაცემული.

ყველა ახალი ამბავი
0