საქართველოში ივლისში სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი — 2017" გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliამერიკული სამხედრო სწავლება საქართველოში "ღირსეული პარტნიორი"
ამერიკული სამხედრო სწავლება საქართველოში ღირსეული პარტნიორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაზიანის ბაზაზე სამხედრო სწავლებაში "ღირსეული პარტნიორი — 2017" მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა ქვეყნებიდან: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, თურქეთი, ესპანეთი, რუმინეთი, სლოვენია, სომხეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს ზედიზედ მესამედ გაიმართება მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი — 2017" დევიზით "ძალა პარტნიორობაშია", ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები უკვე საქართველოში იმყოფებიან და სწავლების დაგეგმარების სამუშაოებს ატარებენ. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან ერთად ვაზიანის ბაზაზე წვრთნის დეტალები და განხორციელების საკითხები განიხილეს.

სამხედრო სწავლებები საჩხერეში - Sputnik საქართველო
საქართველოში სომეხი სამხედროების მონაწილეობით სწავლებები გრძელდება

"დაგეგმვითი სამუშაოები უკვე ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. ეს სამომავლოდ სწავლების ერთობლივი ჩატარების საწინდარია, მასში მონაწილეობას 11 ქვეყანა მიიღებს. ანალოგიური დაგეგმვითი პროცესი მაისშიც ჩატარდება… სწავლება დაახლოებით ივლისის ბოლოს ჩატარდება", — განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა, სწავლების ხელმძღვანელმა შავლეგო ტაბატაძემ.

წელს სწავლება ყველაზე მასშტაბური იქნება. ქართველი სამხედროების გარდა მასში მონაწილეობას მიიღებენ ნატოს წევრი და პარტნიორი 10 ქვეყნის — აშშ–ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, თურქეთის, ესპანეთის, რუმინეთის, სლოვენიის, სომხეთის, აზერბაიჯანის და უკრაინის სამხედროები.

სამხედრო სწავლებების დახურვა - Sputnik საქართველო
საქართველოში სამხედრო სწავლებები „ღირსეული პარტნიორი-2016“ დასრულდა

წლევანდელი მრავალეროვნული სწავლების მიზანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატოს ძალებთან და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, რეგიონული და ერთიანი პარტნიორობის შესაძლებლობების ჩამოყალიბება და განვითარება, ასევე ლოგისტიკური და ოპერატიული დაგეგმვისა და აღსრულების ასპექტების დახვეწაა.

საველე სწავლებების დროს, რომელთა ხანგრძლივობა ჯერჯერობით უცნობია, ქართველი სამხედროები სხვადასხვა საბრძოლო ამოცანებს და დავალებებს შეასრულებენ.

პირველი სწავლება "ღირსეული პარტნიორი" საქართველოში 2015 წელს გაიმართა და მასში საქართველოსა და აშშ–ის სამხედროები მონაწილეობდნენ. ერთი წლის შემდეგ სწავლებას დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეები შეუერთდნენ. მაშინ პირველად იყო გამოყენებული ამერიკული ტანკი M1A2 Abrams და ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანა M2 Bradley.

ყველა ახალი ამბავი
0