საქართველოში სამხედრო სწავლებები „ღირსეული პარტნიორი-2016“ დასრულდა

© Минобороны Грузииსამხედრო სწავლებების დახურვა
სამხედრო სწავლებების დახურვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაზიანის პოლიგონზე საქართველოს, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოსამხახურეებმა ჯავშანტექნიკის და მსუბუქი ტექნიკის გამოყენებით და საჰაერო დესანტის, ავიაციისა და არტილერიის მონაწილეობით კომბინირებული სწავლებები ჩაატარეს.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. რიგით მეორე ქართულ-ამერიკული სწავლებები „ღირსეული პარტნიორი-2016“ (Noble Partner — 2016), რომელიც თბილისის მახლობლად მდებარე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მიმდინარეობდა, დასასრულს მიუახლოვდა.

„ღირსეული პარტნიორი-2016“ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაძლიერებული დანაყოფის დონეზე საჩვენებელი სწავლებებით დასრულდა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ერთი ამერიკული ტანკი M1A2 Abrams, ქვეითი ჯარის ერთი საბრძოლო მანქანა M2 Bradley, ტანკი Т-72 და ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანა БМП-2.

ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
ნატოს სასწავლო ცენტრში პირველი წვრთნები დაიწყო

„საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოსთან სრულიად თავსებადია. ჩვენ ეს სწავლებების მიმდინარეობისას დავინახეთ. გარდა ამისა, თქვენმა ერთერთმა დანაყოფმა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობისათვის სერტიფიკატი მიიღო. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ნათელი სიგნალია იმის დასანახავად, რომ ქართული ჯარები მთლიანად თავსებადია ნატოს ძალებთან“, — ჟურნალისტებთან სწავლებების შედეგების განხილვისას  განაცხადა ალიანსის მთავარსარდლის მოადგილემ ადრიან ბრედშოუმ.

საჩვენებელი სწავლებების დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის 24 სამხედრო მოსამსახურე „ქაქუცა ჩოლოყაშვილის“ საუწყებო მედლებით დააჯილდოვეს, ხოლო ქართველი ოფიცრები ჯორჯიას შტატის მედლებით დაჯილდოვდნენ.

ედგარს რინკევიჩსი - Sputnik საქართველო
ლატვიის საგარეო უწყება: საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები მალე ვერ გახდებიან

„სწავლებები ძალიან დატვირთული იყო. თქვენ თვითონ ხედავდით, რომ ეს იყო კომბინირებული სწავლებები, რომლებიც გულისხმობდა ჯავშანტექნიკის და  მსუბუქი ტექნიკის გამოყენებას  და  საჰაერო დესანტის ჩართულობას. ჩართული იყო ავიაცია და არტილერია და რაც ყველაზე მთავარია, მათში სხვადასხვა ქვეყნის დანაყოფები მონაწილეობდნენ, რომლებიც ერთიან ბრძანებას, ერთიან ხედვას, ერთიან გეგმას ემორჩილებოდნენ და დასახულ ამოცანას წარმატებით გაუმკლავდნენ“, — განაცხადა ჟურნალისტებთან შეირაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ.

ქართულ-ამერიკულ სწავლებებში წელს პირველად მონაწილეობა დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს. ასევე პირველად გამოყენებულ იქნა M1A2 Abrams ტიპის ამერიკული ტანკები, რომლებიც სწავლებების დროს პირობითი მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკაზე წერტილოვან დარტყმებს ახორციელებდნენ. სწავლებებში „ღირსეული პარტნიორი-2016“ (Noble Partner — 2016) ასევე პირველად ამოქმედდა საქართველოში გამოშვებული სამედიცინო-საევაკუაციო მანქანა Medevac.

სამხედრო სწავლებების გარდა საქართველოს, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს ფეხბურთში, ფაუერლიფტინგში, არმრესლინგში და ფრენბურთში ეჯიბრებოდნენ.

სწავლებები „ღირსეული პარტნიორი-2016“ (Noble Partner — 2016), რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 500 ქართველმა სამხედრომ, 650-მა აშშ-დან და 150-მა დიდი ბრიტანეთიდან, 11 მაისს დაიწყო. ამერიკული სამხედრო ტექნიკა და დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში დამოუკიდებლობის დღემდე, 26 მაისამდე დარჩება.

 

ყველა ახალი ამბავი
0