საქართველოში სომეხი სამხედროების მონაწილეობით სწავლებები გრძელდება

© photo: Ministry of Defence of Georgia / FBსამხედრო სწავლებები საჩხერეში
სამხედრო სწავლებები საჩხერეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სწავლება ორ ეტაპად მიმდინარეობს — ორფოლოს პოლიგონზე და სამთო–სათხილამურო კურორტ გუდაურში.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში დაწყებული ზამთრის საერთაშორისო სწავლების ფარგლებში სომეხმა და ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე საცეცხლე მომზადების სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სწავლება 16 იანვარს დაიწყო და 10 თებერვლამდე გაგრძელდება. სომეხი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გარდა სწავლებაში ლიტვიდან და  საფრანგეთიდან მოვლენილი ჯარისკაცებიც მონაწილეობენ — სულ 14 სამხედრო მოსამსახურე. პოლიგონზე ისინი სხვადასხვა სიმაღლეებიდან 100, 200 და 300 მეტრის დისტანციაზე სამიზნეების მიმართულებით სროლაში გამოცდილებას იღებენ.

 „სწავლება ძალიან სასარგებლოა. საფრანგეთში სხვადასხვა სიმაღლეებზე მსგავსი სახის სწავლება არასდროს არ გამივლია. 300 მეტრის სიმაღლე ჩემთვის უჩვეულო იყო. ინსტრუქტორები ძალიან კვალიფიციურები არიან“, — განაცხადა საფრანგეთის სამხედრო მოსამსახურემ შარლოტა რობინმა.

სამხედრო წვრთნები ორფოლოში - Sputnik საქართველო
„საქართველო–ნატოს სწავლება 2016“ დასრულდა

ორფოლოს პოლიგონზე საქართველოს, სომხეთის, საფრანგეთისა და ლიტვის სამხედროები სროლის უნარებს ითვისებენ, სროლების დროს მათ მზის მდგომარეობის, ზღვის დონიდან სიმაღლის, ქარის მიმართულებისა და სიჩქარის, ასევე ტენიანობის გათვალისწინება უწევთ. სამხედროები მომზადებას დროში სროლაშიც გადიან. მათ სამიზნეები 40 ვაზნით 2 წუთის განმავლობაში უნდა დააზიანონ.

ორფოლოს პოლიგონზე გამართული საცეცხლე მომზადება ზამთრის სწავლების პირველ ნაწილს წარმოადგენს. სწავლების მეორე ფაზაში მსმენელები გუდაურში გაემგზავრებიან, სადაც თოვლში თხილამურით მარშ-გადაადგილება, თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავში მოყოლილი დაზარალებულის ძებნა და ევაკუაცია მოუწევთ.

კურსის დასრულების შემდეგ სამხედროები სერტიფიკატებსა და სამკერდე ნიშნებს მიიღებენ.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლა 2004 წელს დაარსდა. 2010 წელს ნატოს გადაწყვეტილებით ნატოს პროგრამით „პარტნიორობა მშვიდობისათვის” (Partnership for Peace) სკოლას „ნატოს განათლებისა და მომზადების ცენტრის“ სტატუსი მიენიჭა. სწავლების კურსის შემუშავებით დაკავებულია საფრანგეთის სამთო მომზადების ცენტრი.

ყველა ახალი ამბავი
0