პარლამენტის დეპუტატმა თბილისის საკრებულოს დეპუტატს სასამართლოში სარჩელი მოუგო

გამოწერა
თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ტელეარხ Rustavi2-ის ეთერში პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია შეწყალების კომისიაზე ზეწოლის მოხდენაში დაადანაშაულა.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს პარლამენტის "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატის ეკა ბესელიას სარჩელი თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ, განუცხადა "Sputnik–საქართველოს" ბესელიას ადვოკატმა გიგა კვერენჩხილაძემ.

ბესელიამ ელისაშვილის წინააღმდეგ სარჩელი დაახლოებით ერთი წლის წინ შეიტანა და ის ცილისწამებაში და შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა. საქმე ეხება განცხადებებს, რომლებიც ელისაშვილმა ტელეარხ Rustavi2-ის ეთერით გადაცემა "არჩევანში" 2015 წლის 22 დეკემბერს გააკეთა. დეპუტატი ამტკიცებდა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ის 2013–2014 წლებში საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ შეწყალების კომისიას ხელმძღვანელობდა, ბესელია და პარლამენტის ვიცე–სპიკერი, საკონსტიტუციო სასამართლოს ამჟამინდელი მოსამართლე მანანა კობახიძე "კოკაინის საქმის" ფიგურანტებისადმი არაჯანსაღ ინტერესს იჩენდნენ და მათი გათავისუფლებით იყვნენ დაინტერესებული.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურამ საქმე აღძრა შეთქმულებაზე.

"სასამართლომ ელისაშვილი დაავალდებულა ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებები იმავე გზით უარყოს, ანუ Rustavi2-ის ეთერით, გადაცემა "არჩევანში", ხოლო რაც შეეხება მორალურ ზარალს, მან უნდა აანაზღაუროს 1000 ლარი… თავდაპირველად ჩვენ მოვითხოვდით 20500 ლარს", — განაცხადა კვერენჩხილაძემ.

ადვოკატის თქმით, ელისაშვილისგან მიღებულ ფულად თანხას პარლამენტის დეპუტატი გადარიცხავს ობოლთა და მშობლების მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მხარდაჭერის ფონდში.

ელისაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა და მის გასაჩივრებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

რაც შეეხება თავად "კოკაინის საქმეს", საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის 2010 წელს გახსნეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, "კოკაინის საქმის" მონაწილე პირებს – ანასტასია ზაუტაშვილს, მევლუდ სვანიძეს, რომან მუსემიანს, გიორგი ჩეჩელაშვილსა და თენგიზ გურჩიანს თითოეულს 30 წელი პატიმრობა შეეფარდა, საბერძნეთის მოქალაქეს, ესპანეთში მცხოვრებ ნუგზარ ბოჭორიშვილს კი – უვადო პატიმრობა.

ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო
ელისაშვილმა ხელისუფლება პატიმრების შეწყალებისთვის ქრთამის აღებაში დაადანაშაულა

"კოკაინის საქმის" გამოძიებისას დადგინდა, რომ ესპანეთში მცხოვრები ნუგზარ ბოჭორიშვილი საქართველოში რომან მუსემიანის სახელზე ჯართს აგზავნიდა, რომელშიც კოკაინი იყო დამალული.

ეს სისხლის სამართლის საქმე აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2015 წლის 14 დეკემბერს გაზეთმა "კვირის პალიტრამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნუგზარ ბოჭორიშვილს ანასტასია ზაუტაშვილის ე.წ. „პოლიტპატიმრების სიაში“ ჩართვა უნდოდა, რომელიც პარლამენტმა 2012 წელს დაამტკიცა. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ "ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე ზაუტაშვილის სასჯელი 12 წლამდე შემცირდა.

როგორც გაზეთი ამტკიცებს, ამისათვის ის მანანა კობახიძესა და იმ დროს ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას დაუკავშირდა. თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც იმ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

ეკა ბესელია - Sputnik საქართველო
ეკა ბესელია: ოპიოზიციას უბრალოდ დრო გაჰყავს

გაზეთ "კვირის პალიტრის" ინფორმაციით, ალექსანდრე ელისაშვილს, რომელიც იმ მომენტში შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, დაკავებული ანასტასია ზაუტაშვილის "საქმის დაძვრას" დაჟინებით სთხოვდნენ კობახიძე და ბესელია. მანანა კობახიძე 2010 წელს გახმაურებულ ე.წ. "კოკაინის საქმეზე" დაკავებულ პირთა ადვოკატი იყო, ბესელიაც საადვოკატო საქმიანობით იყო დაკავებული.

ალეკო ელისაშვილმა გაზეთის ვერსია საჯარო გამოსვლებში დაადასტურა. მის განცხადებებზე დაყრდნობით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2015 წლის 8 დეკემბერს პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით გავლენით ვაჭრობის შესახებ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, ხოლო 2016 წლის მარტში ეს საქმე შეწყდა მტკიცებულებათა არარსებობის გამო.

ყველა ახალი ამბავი
0