თბილისი, 17 მარტი — Sputnik. მუსიკალური შოუ Ты супер!-ის ორი მონაწილე, რომლებიც ჟურნალისტის პროფესიაზე ოცნებობენ, Sputnik-ის სტუდიიდან რადიოეთერის წამყვანები გახდნენ, რომლის სტუმრები სხვადასხვა დროს გამოჩენილი პოლიტიკოსები და ხელოვნების მოღვაწეები იყვნენ.
თავის პირველ რადიოეთერში 16 წლის ბელარუსმა ანასტასია კრავჩენიამ და 17 წლის ყაზახმა ვლადისლავ ლოსკუტოვმა იური ლევიტანის ისტორიული ანგარიშების ფრაგმენტების წაკითხვა შეძლეს და კოსმოსში ადამიანის პირველი გაფრენის შესახებ ინფორმაციის გამოცხადებით, დიქტორების როლი მოირგეს.
ახალგაზრდა ვოკალისტებმა მსმენელს კონკურსში მონაწილეობის თაობაზე თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარეს, ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა ეხმარება მათ წარმატების მიღწევაში და რით იზიდავს მათ ჟურნალისტიკა. საკუთარი გულშემატკივრებისთვის მადლობის ნიშნად ანასტასიამ და ვლადისლავმა ეთერში Ты супер!-ის ჰიმნის ნაწყვეტი იმღერეს.
სააგენტო Sputnik–ში ექსკურსიის ფარგლებში Ты супер!-ის კონკურსანტებმა გაეცნენ და ნახეს თუ როგორ მუშაობს თანამედროვე მასმედია. დსთ–ისა და ბალტიის ქვეყნებში Sputnik–ის ხელმძღვანელმა ანდრეი ბლაგოდირენკომ ისაუბრა სარედაქციო საქმიანობის საფუძვლებსა და თანამედროვე ჟურნალისტიკის სპეციფიკაზე.
ანასტასია კრავჩენია: „Sputnik-ი ახლა ჩემთვის სიტყვა „მეგობრებთან“ ასოცირდება. ჟურნალისტის მუშაობა — ეს ძალიან კარგია. მომწონს მუშაობის ეს რიტმი, კარგია რაიმე სიახლის გაგება და ამის ადამიანებისთვის გაზიარება“.
ვლადისლავ ლოსკუტოვი: „Sputnik-მა თავი ჟურნალისტებად გვაგრძნობინა, ჩვენ უკვე ვიმუშავეთ რადიოწამყვანებად! დღეს Sputnik-ის ეთერში შევძელით Ты супер!-ის ჰიმნის სიმღერა და ეს — შესანიშნავია!“.
ტელეარხ НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის პროექტი Ты супер! ნიჭიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანსს აძლევს საკუთარ თავზე განაცხადი გააკეთონ და დიდ სცენაზე გაიკვალონ გზა.
მისი მონაწილეა 92 ვოკალისტი რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ესტონეთიდან.
ნორჩი კონკურსანტების სამზადისის, ესტრადის ოსტატებთან შეხვედრების, მათი წარმატებებისა და გამარჯვებებისთვის თვალის დევნება პროფილურ რუბრიკებშია შესაძლებელი Sputnik-ის საიტებსა და ასევე სოციალურ ქსელებში. სოციალური ქსელების მომხმარებლებს შეუძლიათ კეთილი სურვილებით დაუჭირონ მხარი შოუს მონაწილეებს. ყველაზე გამორჩეულ სურვილებს Sputnik-ი ნიჭიერ ბავშვებს აუცილებლად გადასცემს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. ხმა მიეცით თქვენს საყვარელ მონაწილეს თქვენი ქვეყნიდან „Sputnik–საქართველოზე“. ონლაინ-გამოკითხვის ტოპ-3 გამარჯვებული საქართველოს, დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებიდან შესაძლებლობას მიიღებენ გამოვიდნენ რადიო Sputnik-ის ეთერში და მსმენელს ცხოვრებისეული საიდუმლო გაუზიარონ.
НТВ – რუსეთის უმსხვილესი არასახელმწიფო ტელეკომპანია, რომელიც ფედერალურ მაუწყებლობას ახორციელებს. ეთერში პირველად 1993 წელს გავიდა და მას შემდეგ სტაბილურად შედის რუსეთის ტელებაზრის ლიდერთა სამეულში. НТВ რუსეთის ყველა სუბიექტში გადაიცემა და მოსახლეობის 99,2%-ს მოიცავს.
Sputnik საქართველო — (sputnik-georgia.com) — სააგენტომ ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. ის აერთიანებს ამავე სახელწოდების საინფორმაციო პორტალს ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტ-რადიოს.
Sputnik-ი – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.