თბილისი, 13 მარტი — Sputnik. რუსული ტელეარხი НТВ-სა და საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის ერთობლივი პროექტის ჩვიდმეტი წლის მონაწილე ლაშა სოზაშვილი, რომელიც შოუს მეორე ტურში გადავიდა, შემდეგი ეტაპისთვის აქტიურად ემზადება. მეორე ტური НТВ-ს ეთერში ერთი თვის შემდეგ გავა.
კასტინგზე ლაშამ, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა, შეასრულა „ბრავოს“ სიმღერა Оранжевый галстук და ჟიური სამი ხმა მიიღო. ლაშა სოზაშვილის ნომერში ჟიური განსაკუთრებით მოიხიბლა მისი ტემპერამენტით, არტისტიზმითა და ქარიზმით.
„მეორე ტურში გარკვეული ავანსით ამიყვანეს – რომ მეორე ტურში თავს წარმოვაჩენ, როგორც ნამდვილი ვოკალისტი და არა მხოლოდ მოცეკვავე ან კარგი მსახიობი. ამიტომ ახლა უნდა ვიშრომო, ვფიქრობ, ორჯერ უფრო მეტად, ვიდრე დანარჩენებმა, რათა ვაჩვენო და დავუმტკიცო ჟიურის, რომ მე უბრალოდ ლაშა კი არა, არამედ მომღერალი ვარ“, — განუცხადა ლაშამ პროექტის ორგანიზატორებს რეპეტიციაზე.
ლაშა სოზაშვილი სვერდლოვსკის ოლქის ქალაქ ტავდაში ცხოვრობს, მაგრამ მოზარდი საქართველოში, დედოფლისწყაროში დაიბადა. როდესაც ლაშა სამი წლის გახდა, მშობლები ბავშვთან ერთად ბებიასთან გაემგზავრნენ. ცოტა ხანს იცხოვრეს და წავიდნენ. ფული ოჯახს არ ჰქონდა, ბავშვს ყურადღებას ვერ აქცევდნენ და ბებიამ ლაშა თავისთან წაიყვანა. ახლა კითხვაზე, ვინ ამხნევებს მას, ლაშა პასუხობს – ბებია!
ლაშა ბავშვობიდან მღერის, ასევე წერს ლექსებს. ის კადეტთა კორპუსში სწავლობდა, რომელმაც, ყმაწვილის თქმით, მას უზარმაზარი საგანმანათლებლო გამოცდილება და აღზრდის საფუძვლები მისცა.
როგორც ლაშა ამბობს, მასში არის რაღაც განსაკუთრებული, ალბათ, ქართული ქარიზმა, მას არ ეშინია რაღაც ახალი მოსინჯოს, მთლიანად სიმღერაში ეფლობა. „ჩემში არის ნაპერწკალი, რომელსაც დარბაზის „ანთება“ შეუძლია. შემიძლია დარბაზთან მუშაობა. ვბრწყინავ, როცა ვმღერი“.
კონკურსის შესარჩევი ტურის გაგრძელებას მაყურებელი უკვე ამ შაბათს, 18 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე იხილავს ტელეარხ НТВ-სა და „Sputnik–საქართველოს“ პორტალზე.
ტელეარხ НТВ-სა და სააგენტო Sputnik-ის პროექტი Ты супер! ნიჭიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანსს აძლევს საკუთარ თავზე განაცხადი გააკეთონ და დიდ სცენაზე გაიკვალონ გზა. მისი მონაწილეა 92 ვოკალისტი რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ესტონეთიდან. საქართველოს კონკურსზე წარმოადგენს 12 წლის ნანა ვარძელაშვილი ქარელიდან.
თვალი მიადევნეთ ლაშა სოზაშვილის წარმატებებსა და გამარჯვებებს ვებ-გვერდზე „Sputnik საქართველო“ და სოციალურ ქსელებში. ხმა მიეცით თქვენს საყვარელ მონაწილეს თქვენი ქვეყნიდან „Sputnik–საქართველოზე“. ონლაინ-გამოკითხვის გამარჯვებულები დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებიდან შესაძლებლობას მიიღებენ, გამოვიდნენ რადიო Sputnik-ის ეთერში და მსმენელს ცხოვრებისეული საიდუმლო გაუზიარონ.