ვარსკვლავები ბავშვების შესახებ კონკურსზე Ты супер!: ეს ნამდვილად გამაოგნებელია

© PR-служба НТВ ბავშვთა ვოკალური შოუ "Ты супер!"
ბავშვთა ვოკალური შოუ Ты супер! - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი ვარსკვლავები ტიგრან კეოსოიანი, მარკ ტიშმანი, ალექსეი კორტნევი, ლერა კუდრიავცევა და სხვები პროექტის Ты супер! შთაბეჭდილებებზე საუბრობენ.

ახალი მუსიკალური ტელეშოუს პრემიერა НТВ–ზე ნამდვილი სენსაცია გახდა. ბავშვთა საერთაშორისო კონკურსი Ты супер! – არაჩვეულებრივია. და ძალზე ემოციური. აქ მონაწილეობენ ბავშვები, რომლებიც მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩნენ. მონაწილეები ჩამოვიდნენ რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან და ესტონეთიდან.

პრემიერა 11 თებერვალს გაიმართა. ახალმა შოუმ აუდიტორიის არნახული ინტერესი გამოიწვია და ტელეარხ НТВ–ს პრაიმ–ტაიმში 12,4% წილით პირველი ადგილი მოუტანა (Mediascope–ის მონაცემები). უნიკალური კონკურსის თაყვანისმცემელთა შორის რუსული ტელევიზიისა და ესტრადის ბევრი ვარსკვლავია. ყველა პროფესიონალი აღიარებს, რომ ბავშვების ვოკალური მონაცემებითა და მათი გამოსვლების ენერგეტიკით მოხიბლული და გაოგნებულია.

ტიგრან კეოსოიანი, რუსი კინორეჟისორი, მსახიობი, შოუს Международная пилорама წამყვანი:

„ჩემი, კორპორატიული თვალსაზრისისგან თავისუფალი აზრით, Ты супер! ყველაზე პატიოსანი და ადამიანური პროექტია რუსულ ტელევიზიაში არსებული პროექტებიდან. ეს გასაოცარი საავტორო ჩანაფიქრია. პირველ რიგში, ის გამაერთიანებელია – იმას ვგულისხმობ, რომ თავს კვლავ დიდი, ადრე არსებული სახელმწიფოს ნაწილად ვგრძნობთ.

პროექტის Ты супер! მონაწილე ლაშა სოზაშვილი - Sputnik საქართველო
შოუში Ты супер! კიდევ ერთი ქართველი – ლაშა სოზაშვილი გამოვა

მეორეც, ეს პროექტი სულს „აცოცხლებს“: თანაგრძნობა, განცდა; ის გაქვავებულ გარსს, ნაჭუჭს ამსხვრევს. ეს ამაღლებული სიტყვები არაა – ეს პირველი ორი გამოშვების შემდეგ ნამდვილი შეგრძნებაა“.

მაქსიმ ტიშმანი, მომღერალი:

„საოცარი პროექტია! ყოველმა მონაწილემ გამაოგნა, თითოეულმა ისტორიამ. ამ პროექტის განსაკუთრებული ფასეულობა გარდაქმნაშია. ის ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, შეიგრძნონ სწორედ ის მომენტი, როდესაც ჯერ კიდევ გუშინ მათ ნიჭზე არავინ არაფერი იცოდა, მაგრამ დღეს უკვე აღიარეს და ამან სიხარული მოჰგვარათ.

ყველაზე მეტად მე, მათ შორის, როგორც პროფესიონალ ვოკალისტს, კრისტინა აშმარინას გამოსვლამ „დამატყვევა“, რომელმაც Танцы на стеклах შეასრულა – ყურებისას ცრემლის შეკავება შეუძლებელია. მეორე გამოსვლამ – კარინა ისმაილოვასი, ჩემი სამშობლო მახაჭყალიდან – სულით ხორცამდე შემძრა. ასეთი საოცარი შესაძლებლობებით ამ გოგონებს ჩვენი პოპ–სცენის ოთხმოცი პროცენტისთვის ფორის მიცემა შეუძლიათ!“

ალექსეი კორტნევი, მუსიკოსი, შოუს Устами младенца წამყვანი

„Ты супер! ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, სანამ ის ეკრანზე რეალიზებული ვნახე – ორი ბავშვი, ამჟამინდელი კონკურსანტი, ჩემთან პროგრამის Устами младенца გადაღებაზე მოვიდა. საგრიმიოროში მომესმა, როგორ მღერიან ისინი და გაოგნებული დავრჩი, როგორ შეუძლიათ მათ გარდასახვა ამ პროცესის დროს, და რაოდენ დიდია მათი ნიჭი.

საერთაშორისო ვოკალური კონკურსი Ты супер! - Sputnik საქართველო
Sputnik საქართველომ Ты супер!-ის საუკეთესო მონაწილეების გამოსავლენად კენჭისყრა დაიწყო

რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ ამ ბავშვებს რთული ისტორიები აქვთ. თავდაპირველად ისინი შებოჭილი იყვნენ. მაგრამ როგორც კი სიმღერას იწყებდნენ, თავის უნარებს აჩვენებდნენ, ნამდვილ ანგელოსებად გვევლინებოდნენ! იგივე ხდება Ты супер!–შიც. ამიტომ მიმაჩნია ეს პროექტი ყველაზე ჰუმანურ პროექტად ჩვენ ტელევიზიაში და ძალიან მიხარია, რომ სწორედ НТВ–ზე მოიფიქრეს და მისი რეალიზება ამ არხზე მოხდა. ყველა მონაწილეს წარმატებასა და ვოკალური კარიერის გაგრძელებას ვუსურვებ!“

იგორ ლანტრატოვი, შოუს Деловое утро წამყვანი
„ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი ნიჭი აღიარონ, თვითრეალიზება ხომ ცხოვრების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია. ბავშვებისთვის კი, რომლებიც მშობლიური ადამიანებისგან სითბოსა და მზრუნველობას ვერ იღებენ, ეს ბევრად უფრო ფასეულია! პროექტი Ты супер! კეთილშობილურ ამოცანას შეუდგა, აჩვენოს ნიჭიერი ბავშვები, რომლებიც, გარკვეული ვითარებების გამო, შეიძლება ვერ შენიშნონ! ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ყველა მონაწილემ ცხოვრებაში თავისი გზა იპოვოს და არასდროს შეწყვიტოს ოცნება, თუნდაც ფინალამდე ვერ მივიდეს!“

ლერა კუდრიავცევა, შოუს Секрет на миллион წამყვანი:

„ჩემთვის ეს ძალზე ემოციური კონკურსია. როდესაც ხედავ ბავშვებს, რომლებიც მშობლების გარეშე გაიზარდნენ, ეს თავისთავად გულსატკენია, ხოლო როდესაც იგებ, რაოდენ ნიჭიერი არიან, თვალზე მაშინვე ცრემლი გადგება. გარდა ამისა, ამ პროექტისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს: მასში ვლად ლოსკუტოვი მონაწილეობს. ის უსტ–კამენოგორსკიდან არის, სადაც მე დავიბადე. უახლოეს დღეებში გადაღებებზე მისვლას, ვლადის გულშემატკივრობას, მხარდაჭერას ვაპირებ.

კონკურსი Ты супер! - Sputnik საქართველო
მძიმე ბავშვობიდან ვარსკვლავებისკენ — ნანა ვარძელაშვილი კონკურსზე Ты супер!

ბოლო გამოშვებაში განსაკუთრებით შემძრა მომენტმა, როდესაც დებ ჩიჟიკოვებთან დედა მიიწვიეს, რომელიც ბავშვებს ექვსი წელი არ უნახავთ… იმ ბედნიერებისთვის, რომელიც მათ თვალებში დავინახეთ, რას არ გასცემს ადამიანი. დარწმუნებული ვარ, იმ ბავშვების მხარდაჭერა, რომელთაც მშობლების ყურადღება და ზრუნვა აკლიათ, აუცილებელია, ამიტომ Ты супер! ნამდვილად ღირებული პროექტია“.

ლორა რეზნიკოვა, მსახიობი:

„ეს, ჩვეული და საყვარელი ტალანტების შოუს, რომლებიც სხვადასხვა ვარიანტით გვინახავს, ახალი და ძალზე უჩვეულო გააზრებაა.

არცთუ იშვიათად ასეთი ბავშვების ცხოვრება გადარჩენისთვის ბრძოლაა და რაც გინდა ნიჭიერი იყო, ყოველთვის არ არის შესაძლებლობა, თუნდაც გაიფიქრო სატელევიზიო კონკურსზე. ეს შოუ კი სპეციალურად მათთვის შეიქმნა – ეს საოცარია! შესაძლოა, ეს მოზრდილებსაც დაეხმაროს, დაფიქრდნენ, რომ ობოლი ბავშვები ნიჭიერი და მშვენიერი არიან, რამაც, შესაძლოა, შვილად აყვანის პროცენტი გაზარდოს. ვიცი, რომ ჟიურის ერთ–ერთი წევრი მარგარიტა სუხანკინა ორ აყვანილ ბავშვს ზრდის და ამას არ მალავს. ასე რომ, ახლა შანსი აქვს არა მარტო მას, ვისაც შოუზე მშობელი აგზავნის, არამედ იმასაც, ვისაც ბებია ან მეურვე ზრდის. ძალზე ბედნიერი ვარ, რომ რუსულ ტელევიზიაში ასეთი კეთილი და გულწრფელი შოუ გამოჩნდა!“

სერგეი მაიოროვი, პროექტის Однажды… წამყვანი

„შოუს Ты супер! ჩემს ძმიშვილებთან ერთად ვუყურებ. ჩემთვის ძალიან საინტერესოა მათი რეაქციები და კომენტარები. უფროსი, ანასტასია 22 წლისაა, უმცროსი – ელიზავეტა – 10–ის. ბავშვების მოტყუება ძნელია. ვხედავ, როგორ თანაუგრძნობენ ჩემი გოგონები მონაწილეებს, როგორ უცრემლიანდებათ თვალები მათი ადამიანური ისტორიების, ხშირად დრამის მოსმენისას. ძალზე ემოციური პროექტია“.

***

Ты супер! НТВ–ზე გრძელდება. მუსიკალური შოუს პარტნიორი, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik–ი კვლავ გააცნობს თავის მკითხველს ყველა სიახლეს თავის რესურსებზე. ყოველ შაბათს, თბილისის დროით 21:00 საათზე ინტერნეტ–პორტალზე „Sputnik საქართველო“ და Sputnik–ის სხვა პორტალებზე, დსთ–ისა და ბალტიის ქვეყნებში, ვოკალური კონკურსის პირდაპირი ეთერის ტრანსლირება მიმდინარეობს.

მონაწილეების მხარდაჭერა შესაძლებელია Sputnik–ის სოციალურ ქსელებში – უსურვეთ ბავშვებს წარმატება და გამარჯვება. ისინი, როგორც სხვა არავინ, იმსახურებენ ბედნიერ შანსს, გახდნენ დიდი სცენის ვარსკვლავები. ყველაზე საუკეთესო სურვილებს Sputnik–ი ნიჭიერ ბავშვებს ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ გადასცემს.

ყველა ახალი ამბავი
0