მძიმე ბავშვობიდან ვარსკვლავებისკენ — ნანა ვარძელაშვილი კონკურსზე Ты супер!

© photo : НТВკონკურსი "Ты супер!"
კონკურსი Ты супер! - Sputnik საქართველო
გამოწერა

ვოკალური კონკურსი "Ты супер!" ნიჭიერ ბავშვებს თავის გამოჩენისა და ნამდვილ ვარსკვლავად ქცევის შანსს მისცემს.

შოუ-ბიზნესში არიან ადამიანები, რომლებიც თვით ყველაზე გაბედულ ოცნებაშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ კონცერტებს ხალხით გადაჭედილ სტადიონებზე ჩაატარებდნენ, თანაც ისე, რომ ამაში გავლენიანი მფარველები არ დაეხმარებოდნენ.

მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ რუსი მომღერლის, იურა შატუნოვის ისტორია, რომელიც ლამის ყოველმა მეორემ იცის.

© RIA Novostiიური შატუნოვი
იური შატუნოვი - Sputnik საქართველო
იური შატუნოვი

ბიჭი ცოცხალი მშობლების ხელში დაობლდა — მამა ოჯახიდან წავიდა, დედა კი გალოთდა. 12 წლამდე ბიჭი ნათესავებს ჰყავდათ შეფარებული, მერე კი ორენბურგის ოლქის ბავშვთა სახლში აღმოჩნდა. სწორედ იქ დაიწყო მეცადინეობა ვოკალში. ცოტა ხნის შემდეგ კი ადგილობრივი კულტურის სახლის სცენაზე სიმღერისას ანდრეი რაზინმა შეამჩნია — მუსიკალური სტუდიის მენეჯერმა და ამ შეხვედრამ იურა შატუნოვის მთელი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, ვინც საკუთარი ნიჭისა და შრომის ფასად მიაღწია მწვერვალებს.

ნანა ვარძელაშვილი: კონკურსის Ты Супер! მონაწილე საქართველოდან - Sputnik საქართველო
ნანა ვარძელაშვილი: კონკურსის Ты Супер! მონაწილე საქართველოდან

შესაძლოა ძალიან მალე ტელეკომპანია НТВ-სა და Sputnik-ის ერთობლივმა პროექტმა Ты супер! შეძლოს ახალი ვარსკვლავების აღმოჩენა.

მუსიკალური შოუს პრემიერა 11 თებერვალს გაიმართება НТВ-ზე21:00 საათზე (თბილისის დროით). Sputnik-საქართველო შოუს ტრანსლაციას საკუთარ ვებგვერდზე მოაწყობს.

საქართველოს საერთაშორისო ვოკალურ კონკურსზე ნანა ვარძელაშვილი წარადგენს. გოგონა წინასწარი კასტინგის საფუძველზე შეარჩიეს შოუში მონაწილეობის მისაღებად. მოსკოვში ის ოფიციალური წარმომადგენლების — პედაგოგებისა და მიმღები ოჯახის წევრების თანხლებით გაემგზავრება.

ყველა ახალი ამბავი
0