ტელეარხ НТВ-ს საერთაშორისო ვოკალურ კონკურსზე Ты супер! საქართველოს ნანა ვარძელაშვილი წარადგენს.
საქართველოს ახალგაზრდა წარმომადგენელი ნანა ვარძელაშვილი ტელეკომპანია НТВ-ს შოუს Ты супер! მონაწილე გახდა. მისი კანდიდატურა წინასწარი კასტინგების საფუძველზე შეირჩა. მოსკოვში ის ოფიციალური წარმომადგენლების — პედაგოგების, მეურვეებისა და მიმღები ოჯახის წევრების თანხლებით იქნება.
НТВ-ს პროექტი მშობლების მზრუნველობამოკლებულ ნიჭიერ ბავშვებს აძლევს შანსს, გამოაჩინონ საკუთარი ნიჭი. მისი მონაწილეები გახდებიან ბავშვთა სახლების, სკოლა-ინტერნატებისა და მიმღები ოჯახების აღსაზრდელები. რუსული ტელეკომპანია НТВ-ს პროექტის Ты супер! პროდუსერების თქმით, შოუს მონაწილეთა უმეტესობისთვის ეს ცხოვრებაში პირველი მოგზაურობა იქნება საკუთარი ქალაქის ფარგლებს მიღმა.
პროექტის Ты Супер! ფარგლებში მონაწილეებთან იმუშავებენ პროფესიონალი პედაგოგები და მუსიკალური პროდუსერები. პროექტის მსვლელობის პერიოდში ისინი სკოლის პროგრამის შესწავლას არ შეწყვეტენ.
საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი შოუს Ты супер! საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია. პროექტის განმავლობაში Sputnik-ი საკუთარი რესურსებით ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მკითხველებს საშუალებას მისცემს თვალყური ადევნონ კონკურსანტების წარმატებებსა და გამარჯვებებს ონლაინ-დღიურებითა და პირდაპირი ტრანსლაციებით. სოციალურ ქსელებში სააგენტოს ოფიციალურ აკაუნტებში ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა ხმა მისცეს მისთვის სასურველ მონაწილეს.