შოუში Ты супер! კიდევ ერთი ქართველი – ლაშა სოზაშვილი გამოვა

© PR НТВპროექტის "Ты супер!" მონაწილე ლაშა სოზაშვილი
პროექტის Ты супер! მონაწილე ლაშა სოზაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მკვიდრი ლაშა სოზაშვილი НТВ–ზე გამოვა პროექტში Ты супер!

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. საერთაშორისო ვოკალური კონკურსის Ты супер! მორიგ ტურში შაბათს, 4 მარტს ტელეარხ НТВ–ზე კიდევ ერთი ქართველი, ჩვიდმეტი წლის ლაშა სოზაშვილი გამოვა.

მანამდე „Sputnik საქართველო“ წერდა 12 წლის ნანა ვარძელაშვილის შესახებ ქარელიდან, რომელიც პროექტში საქართველოს მალე წარმოადგენს.

საერთაშორისო ვოკალური კონკურსი Ты супер! - Sputnik საქართველო
Sputnik საქართველომ Ты супер!-ის საუკეთესო მონაწილეების გამოსავლენად კენჭისყრა დაიწყო

ლაშა სოზაშვილი სვერდლოვსკის ოლქის ქალაქ ტავდაში ცხოვრობს, მაგრამ მოზარდი საქართველოში, დედოფლისწყაროში დაიბადა.

„როდესაც ლაშა სამი წლის გახდა, მშობლები ბავშვთან ერთად ბებიასთან გაემგზავრნენ. ცოტა ხანს იცხოვრეს და წავიდნენ. ფული ოჯახს არ ჰქონდა, ბავშვს ყურადღებას ვერ აქცევდნენ და ბებიამ ლაშა თავისთან წაიყვანა. ახლა კითხვაზე, ვინ ამხნევებს მას, ლაშა პასუხობს – ბებია!“ – აღნიშნულია პროექტის ვებ–გვერდზე.

ლაშა ბავშვობიდან მღერის, ასევე წერს ლექსებს. ის კადეტთა კორპუსში სწავლობდა, რომელმაც, ყმაწვილის თქმით, მას უზარმაზარი საგანმანათლებლო გამოცდილება და აღზრდის საფუძვლები მისცა.

© პირადი არქივიპროექტის "Ты Супер!" მონაწილე ლაშა სოზაშვილი
პროექტის Ты Супер! მონაწილე ლაშა სოზაშვილი - Sputnik საქართველო
პროექტის "Ты Супер!" მონაწილე ლაშა სოზაშვილი

თავისი ხმისა და შესრულების სტილზე ლაშამ „Sputnik საქართველოსთან“ ისაუბრა:

„პირველ რიგში, ჩემში არის რაღაც განსაკუთრებული, ალბათ ქართული ქარიზმა, რომ მე არ მეშინია, რაღაც ახალი მოვსინჯო, ხოლო მეორე – მთლიანად სიმღერაში ვეფლობი. და ჩემში არის ნაპერწკალი, რომელსაც დარბაზის „ანთება“ შეუძლია. შემიძლია დარბაზთან მუშაობა. ვბრწყინავ, როცა ვმღერი“.

ტელეარხ НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის პროექტი Ты супер! ნიჭიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანსს აძლევს საკუთარ თავზე განაცხადი გააკეთონ და დიდ სცენაზე გაიკვალონ გზა. მისი მონაწილეა 92 ვოკალისტი რუსეთიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ესტონეთიდან.

ყველა ახალი ამბავი
0