გიორხელიძე: საქართველოში ბიზნესის კეთება უშიშრად შეიძლება

© Sputnik / Levan Avlabreliდემურ გიორხელიძე ვიდეოხიდის მსვლელობისას
დემურ გიორხელიძე ვიდეოხიდის მსვლელობისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროფესორი დემურ გიორხელიძე თვლის, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება შეიძლება ისე, რომ კრიმინალის არ გეშინოდეს.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველო ძალიან თავისუფალი ქვეყანაა, აქ ბიზნესის კეთება შეიძლება ისე, რომ კრიმინალის არ გეშინოდეს, განაცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა დემურ გიორხელიძემ ვიდეოხიდის თბილისი — ერევანი — მოსკოვის მსვლელობისას.

თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში ხუთშაბათს გაიმართა ვიდეოხიდი თემაზე: "ცენტრალური აზიისა და სამხრეთი კავკასიის ქვეყნების ეკონომიკა: განვითარების შეჯამება და პერსპექტივები". ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს მოხსენება თემაზე "ცენტრალური აზიისა და სამხრეთი კავკასიის ქვეყნების საინვესტიციო მიმზიდველობის რუკა", რომელიც "ევრაზიული განვითარების" ექსპერტულმა ცენტრმა მოამზადა. საბოლოო რეიტინგის მიხედვით, საქართველო რვა ქვეყანას შორის მერვე ადგილს იკავებს. მას წინ უსწრებს ყაზახეთი, აზერბაიჯანი და უზბეკეთი.

"საქართველო ძალიან თავისუფალი ქვეყანაა, და ეს იგრძნობა კიდეც. აქ ბიზნესის კეთება შეიძლება ისე, რომ კრიმინალის არ გეშინოდეს, რომ ჩინოვნიკი ბიზნესისთვის ცუდ პირობებს შექმნის. ჩვენ სწორ გზაზე ვართ, და ეს თავისუფლება, რომელსაც არამარტო ტურისტები, ბიზნესმენებიც გრძნობენ, ადრე თუ გვიან ნაყოფს გამოიღებს", — განაცხადა გიორხელიძემ.

ქართული პრესა - Sputnik საქართველო
ბიზნესის აქილევსის ქუსლი საქართველოში

საბოლოო რეიტინგში სომხეთმა მეექვსე ადგილი დაიკავა, სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის ინდექსის მიხედვით კი — მერვე. კვლევის შედეგებს არ დაეთანხმა მონაწილე ერევნიდან, "ეკონომიკური კვლევების ცენტრის" ექსპერტი აგასი თავადიანი.

"დამეთანხმეთ, რომ სატრანსპორტო ლოჯისტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არამარტო შიდა და საგარეო ეკონომიკის ჩაკეტილობას ან ღიაობას, არამედ ეკონომიკის ტარიფებს. სომხეთს როგორც "ევრაზიული ეკონომიკური კავშირის" წევრს რუსეთთან ძალიან კარგი ტარიფები აქვს. 2016 წელს სომხეთიდან რუსეთში გატანილი ექსპორტი 50%-ით გაიზარდა, რაც სომხეთისთვის ძალიან კარგი და უპრეცედენტოა. არ მესმის, სომხეთი რატომ არის ბოლო ადგილას", — განაცხადა აგასი თავადიანმა.

რადგან ყაზახეთის, ყირგიზეთისა და სომხეთის გარდა, "ევრაზიის ეკონომიკური კავშირის" წევრი კვლევის არც ერთი ქვეყანა არ არის, ეს ხელს არ შეუშლის ურთიერთობების დალაგებას, მათ შორის საქართველოსთან, მიიჩნევენ ვიდეოხიდის მონაწილეები.

სამხედრო ქარხანა დელტა - Sputnik საქართველო
2016 წელს ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 2,2% შეადგინა

"ვთვლი, რომ საქართველოსა და "ევრაზიული ეკონომიკური კავშირის" თანამშრომლობის პოტენციალი ძალიან მაღალია, და აი რატომ: მაგალითად, ყაზახეთთან რუსეთი პროდუქციის დაახლოებით იგივე ნომენკლატურით ვაჭრობს. ის ერთმანეთს ჰგავს და ვაჭრობაც იმდენად არ იზრდება. ჩემი აზრით, საქართველომ "ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან" თანამშრომლობაში იგივე ადგილი შეიძლება დაიკავოს, როგორც სომხეთი ან ბელარუსი, ანუ ეკონომიკის უფრო მსუბუქი სეგმენტი განავითაროს — ეს არის კვების მრეწველობა. ამისათვის პოტენციალი არსებობს", — განაცხადა ალექსანდრ ვორობიოვმა.

კვლევის ძირითადი მიზანია იყო ცენტრალური აზიისა და სამხრეთი კავკასიის ქვეყნების რეიტინგის ჩამოყალიბება საინვესტიციო მიმზიდველობის, ბიზნესის კეთების პირობების, პოლიტიკური მდგრადობისა და ინვესტორთა უფლებების დაცვის გარანტიების თვალსაზრისით.

საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასება ტარდებოდა რეგიონის ქვეყნების განვითარების, პოლიტიკური ინსტიტუტების საქმიანობის მდგრადობის შეფასების, ეკონომიკური პოტენციალების შეფასების, შიდა და საგარეო ინვესტორების მიმართ ღიაობისა და "კეთილგანწყობის" ანალიზის საფუძველზე.

ყველა ახალი ამბავი
0