ბიზნესის აქილევსის ქუსლი საქართველოში

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული პრესა
ქართული პრესა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა უშლის საქართველოში ბიზნესის განვითარებასა და ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს შექმნას, ამაზე „Sputnik–საქართველოს“ ანალიტიკოსი ალექსანდრე გელოვანი საუბრობს.

ალექსანდრე გელოვანი

ის, რომ ბიზნეს-გარემო ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ყველამ იცის. თუმცა, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, რომელსაც არ გააჩნია ბუნებრივი წიაღისეულის მარაგი და მძლავრი სამრეწველო პოტენციალი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას ღირსეული სამსახურით უზრუნველყოფდა, ბიზნეს-გარემოს ფაქტორი გადამწყვეტია. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველო არც ერთი დიდი სივრცის წევრი არ არის და იზოლირებულ ბაზარს წარმოადგენს, ოთხმილიონიანი ქვეყნისთვის კომფორტული ბიზნეს-გარემოს არსებობა გადარჩენის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

ასეთ ქვეყნებში სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის გახსნა, პატრონაჟი, სტიმულირება და ბიზნესისთვის რაიმე სხვაგვარი მანიპულირება განწირულია. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეუძლია სახელმწიფოს, ეს არის ბიზნესისთვის კომფორტული პირობების შექმნა, რომლის დროსაც შიდა ინვესტორი არ გაიქცევა, საგარეო ინვესტორი კი მოვა და ფულს დააბანდებს.

ბიზნეს–კლიმატის ცნება რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: თანამედროვე ინფრასტრუქტურის არსებობა, გადასახადების გამჭვირვალე სისტემა, სასურველია დაბალი გადასახადები და მკაფიოდ მოქმედი სასამართლო სისტემა.

არსებობს თუ არა ასეთი სისტემა საქართველოში? უფრო არა და, აი, რატომ:

ლევან კალანდაძე - Sputnik საქართველო
ლევან კალანდაძე: ეკონომიკური პოლიტიკა კარდინალურ ცვლილებებს საჭიროებს

როდესაც ბიზნეს–კლიმატის კომპონენტებზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ყველა კომპონენტი უნდა იყოს განვითარებული. მაგალითად, სომალიში გადასახადები საერთოდ არ არსებობს, მაგრამ სახელმწიფოც ასევე არ არსებობს. ამიტომაც ცხადია, რა ბიზნეს-კლიმატია სომალიში. თუმცა ეს ძალზე უკიდურესი მაგალითია.

დავუბრუნდეთ საქართველოს.

საქართველოში საკმაოდ გამჭვირვალე საგადასახადო სისტემაა, თუმცა ორმოცპროცენტიანი საგადასახადო დატვირთვა, რომელიც საწარმოებს აწევს, თანაც ეს აქციზებისა და მოსაკრებლების ჩათვლის გარეშე, საკმაოდ მძიმეა.

ინფრასტრუქტურის გარკვეული დონეც არსებობს, მსოფლიოში და, თუნდაც, რეგიონში საუკეთესო არ არის, თუმცა ქვეყანაში ბიზნესის საწარმოებლად მისაღებია. მართალია, ბოლო პერიოდში ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპები შემცირდა, მაგრამ ის, რაც არის, ჯერჯერობით საკმარისია.

სასამართლო სისტემაზე და მის მიმართ ნდობის ხარისხზე საუბარი ზედმეტია. ეს არის ქართული ბიზნეს-გარემოს აქილევსის ქუსლი, ხოლო საკუთრების სასამართლო დაცვის გარანტიისა და სადავო საკითხების სამართლიანი გადაწყვეტის გარეშე სერიოზული კერძო ინვესტიციების მოზიდვაზე ზედმეტია საუბარი.

ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
„საქართველოს პატრიოტები“ უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის წინააღმდეგ გამოდიან

არის ერთი კომპონენტი, რომელიც, ერთი მხრივ, საქართველოს კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს, მეორე მხრივ კი შეიძლება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის სერიოზულ დაბრკოლებად იქცეს. განვიხილოთ ის უფრო დეტალურად.

საუბარია შრომის ბაზარზე და მის მარეგულირებელ შრომის კანონმდებლობაზე.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნებისმიერი ხელისუფლების დროს — შევარდნაძის, სააკაშვილის, ახლანდელი „ოცნების“ პირობებშიც უმუშევრობის პრობლემა საქართველოს მთავარ პრობლემად ითვლებოდა. მრავალი სოციოლოგიური გამოკითხვა მოწმობს, რომ საქართველოს მოსახლეობა ნომერ პირველ პრობლემად სწორედ უმუშევრობის პრობლემას ასახელებს. თუმცა ეს არ არის მთლად რელევანტური აღქმა. უმუშევრობის პრობლემა ნამდვილად არსებობს, მაგრამ გაცილებით უფრო სერიოზულ პრობლემას შრომის დაბალი ნაყოფიერება და ამის შედეგად მოსახლეობის შემოსავლების უკიდურესად დაბალი დონე (ევროპულ სტანდარტებთან შედარებით) წარმოადგენს. ამიტომაც ბევრი მომუშავე ადამიანი საკუთარ თავს უმუშევრად თვლის. უპირველეს ყოვლისა, საუბარია თვითდასაქმებულებზე: ტაქსის მძღოლები, ქუჩის მოვაჭრეები, გლეხების უმრავლესობა და ა.შ. ასეთი ადამიანების რაოდენობა კი მილიონს აღწევს, ანუ შრომისუნარიანი მოსახლეობის უმრავლესობაა. და, აი, მივადექით ქართული ეკონომიკისთვის მთავარ საკითხს — როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა.

სახელმწიფო პროგრამა სტარტაპ-საქართველოს დირექტორი ვაჟა მენაბდე - Sputnik საქართველო
„სტარტაპ საქართველოს“ დირექტორი: თქვენი პროექტის უნდა გჯეროდეთ და ბევრი უნდა იმუშაოთ

ერთი მხრივ, პრობლემის ამოხსნა ზედაპირზე დევს — ქვეყანაში უნდა გაიზარდოს რეალური ფულადი მასა, ანუ ფულის ემისია კი არ უნდა მოხდეს, ფულის ბრუნვა რეალურად უნდა გაიზარდოს. ეს კი შესაძლებელია ეკონომიკის ზრდის, ახალი საწარმოების გახსნისა და ინვესტიციების მოზიდვის პირობებში. და, რა თქმა უნდა, ბაზრის ზრდის – საქართველოში წარმოებული საქონლისა და სერვისის ბაზრის.

ახლახან საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, ანუ, ფაქტიურად, ჩვენ მსოფლიოში უდიდეს ბაზარზე წვდომა გაგვაჩნია. ამისკენ ქვეყნის ხელისუფლება წლების განმავლობაში მიდიოდა. მაგრამ აქ არც ისე მარტივადაა ყველაფერი.

იმისათვის, რომ ევროპაში რაღაც გავყიდოთ, ეს რაღაც უნდა ვაწარმოოთ. იმისათვის, რომ ეს ვაწარმოოთ, შესაბამისი ტექნოლოგიები უნდა გაგვაჩნდეს. ამ ტექნოლოგიების შემოტანა ინვესტიციებთან ერთად იმავე ევროპიდან გვიწევს. არც ისე შეუსრულებელი ამოცანაა, თუ გავითვალისწინებთ საქართველოსა და ევროპის გეოგრაფიულ სიახლოვეს, მნიშვნელოვან საწყისებს სამრეწველო კულტურაში და განათლებაში, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან არის ჩადებული. მაგრამ საქმე ისაა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან ერთად ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც გაფორმდა. ეს უკანასკნელი კი ქვეყნის კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას გულისხმობს, ეს, მათ შორის, შრომის კანონმდებლობასაც ეხება.

აქ კი საქართველოს ხელისუფლება რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთი მხრივ, შრომის ბაზარზე მკაცრი რეგულაციების არარსებობა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით საქართველოს კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენდა. და თუ ძველი ხელისუფლება ბრიუსელის რეკომენდაციების სიტყვასიტყვით შესრულებისგან თავს იკავებდა, ახლანდელი ხელისუფლება ამ რეკომენდაციების შესრულებას დიდი ენთუზიაზმით შეუდგა.

საარსებო მიმიმუმი საქართველოში ანუ როგორ ვიარსებოთ?! - Sputnik საქართველო
საარსებო მინიმუმი საქართველოში ანუ როგორ ვიარსებოთ?!

მაგრამ ერთი რამ დაავიწყდათ. შრომის დაცვის კანონების შესრულებას საქართველოში რეალურად არსებული ეკონომიკური სიტუაცია უშლის ხელს. ამიტომაც გამოდის, რომ კანონები, რომლებიც ინვესტორებს აშინებს, არსებობს, ხოლო დასაქმებულთა უფლებების რეალური დაცვა არ არსებობს. ახალი კანონების მოქმედების მაგალითად ხშირად ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა მოჰყავთ. მართლაც, ამ საწარმოში შრომითი ურთიერთობები ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანეს, გაიზარდა ხელფასები, გაუმჯობესდა შრომის პირობები, უზრუნველყოფილია მინიმალური სოციალური პაკეტი. ეს ძალიან სასიხარულოა, ერთეული შემთხვევა რომ არ ყოფილიყო.

უმეტეს შემთხვევაში მსხვილ საწარმოებსა და კომპანიებში თანამშრომლებს უფლებების დაცვისა და რაღაცის მოთხოვნის უბრალოდ ეშინიათ, იმიტომ რომ ესმით, რომ სამუშაო ადგილებზე უზარმაზარი კონკურენცია არსებობს, და ადგილის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ, თუ უფროსობასთან ურთიერთობა გაუფუჭდათ. „ახალი სამსახურის პოვნაზე“ საუბარიც არ არის.

საგულისხმოა სუპერმარკეტ „ფურშეტის“და სავაჭრო ქსელი „ფრესკოს“ თანამშრომლების მაგალითი, რომლებმაც თებერვლის დასაწყისში სამუშაო ადგილები დაკარგეს. დათხოვნის შემდეგ ისინი საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ, სადაც აცხადებდნენ, რომ მათ ორი თვის ხელფასი არ მისცეს. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ადრე არ გააპროტესტეს ეს ვითარება, დათხოვნილმა თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ სამსახურის დაკარგვის ეშინოდათ, თუმცა ელოდნენ ამას. იმის გათვალისწინებით, რომ „კლასობრივი ბრძოლის“ ასეთ შემთხვევებს მასმედია პრაქტიკულად არ აქცევს ყურადღებას, რადგან უფრო მწვავე თემები არსებობს, თვითონ პროტესტს პერსპექტივა არ გააჩნია. მაგალითად, იმავე „ფურშეტის“ დათხოვნილი თანამშრომლების აქცია წამყვანი ტელეარხების ახალი ამბების გადაცემებში კი არ გაშუქდა, არამედ „რუსთავი 2“-ის ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვა „ბიზნეს–კურიერში“.

უფრო უარესია ვითარება წვრილ და საშუალო ბიზნესში, რომლის მეპატრონეებს რეგულაციების შესრულება არ შეუძლიათ. კანონების შესრულება მათ ბიზნესს გაანადგურებს. ამიტომაც გამოდის, რომ კანონები კი არსებობს, მაგრამ ხეირი არ მოაქვს. და ამ ფონზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელსაც შეთავსებით შრომის დაცვაც ავალია, ახალი, უფრო მკაცრი რეგულაციების შემოღებაზე საუბრობს. რაც, სიმართლე გითხრათ, უცნაურად ჟღერს.
ამ ყველაფრიდან ძალიან მარტივი დასკვნა გამომდინარეობს — მოწიფულობა სრულწლოვანებამდე არ დადგება.

ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე კარგი კანონი მაშინ არის კარგი, როდესაც ის განვითარებას უწყობს ხელს და არა პირიქით. ხოლო ევროპული ცხოვრების სურვილსა და ამავე დროს არაფრის კეთებას, რაც სიზარმაცით კი არა, რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული, რაზეც ზემოდ ვილაპარაკეთ — დაწყებული ბაზრის ტევადობით, დამთავრებული შრომის ნაყოფიერებით, კარგი არაფერი მოაქვს.

ყველა ახალი ამბავი
0