„საქართველოს პატრიოტები“ უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის წინააღმდეგ გამოდიან

© FB/ Ирма Инашвилиირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ბურჯანაძის კვალდაკვალ ირმა ინაშვილის პარტია გამოდის ინიციატივით, რომ საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გაყიდვა.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. დეპუტატი ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებიდან“, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ქვეყნის მთავარ კანონში შესწორებების შეტანის მოთხოვნით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისთვის მიმართვას აპირებს. შესწორებები საქართველოში უცხოელებისთვის მიწის ყიდვის აკრძალვას ითვალისწინებს.

ორშაბათს ასეთი ინიციატივით ოპოზიციური „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე გამოვიდა. მან საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში შესწორებების შეტანა მოითხოვა. მისი აზრით, დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს, რომ მიწა, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, სტრატეგიული, შეუცვლელი რესურსი, რომელიც არ მრავლდება და შესაძლოა ამოიწუროს, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების საკუთრება შეიძლება იყოს.

„ცალსახად მოვითხოვთ უცხოელებისთვისა და (საქართველოს) მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის მიყიდვის აკრძალვას. ძალიან ბევრი ქვეყანაა, სადაც მიწის ასე გაყიდვა აკრძალულია“, — განაცხადა ინაშვილმა.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე საქართველოში უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვას მოითხოვს

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში არაერთი შემთხვევა მომხდარა, რომ უცხოელებს უყიდიათ საქართველოში მიწის ნაკვეთი, მაგრამ ინვესტიციები არ განუხორციელებიათ და საქართველოს მოქალაქეებიც არ დაუსაქმებიათ, ამით კი სახელმწიფო ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს.

მორატორიუმი უცხოეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში მიწის ნაკვეთების მიყიდვის თაობაზე საქართველოში 2013 წლის ივლისში მიიღეს და მისი მოქმედების ვადა 2014 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა.

საქართველოს პარლამენტმა მაშინ კანონში შესწორებები მიიღო, რომლის თანახმად, შეჩერდა იმ დებულების მოქმედება, რომელიც უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვის ნებას აძლევდა.

თუმცა მოგვიანებით, 2014 წლის ივნისში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პარლამენტის გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად სცნო.

საქართველოში მიწის გაყიდვის შესახებ დაწესებული აკრძალვა 2013 წლის სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოში ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ ავსტრიელმა თანამშრომელმა მათიას ჰუტერმა გაასაჩივრა. სარჩელში მითითებული იყო, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება არღვევს კერძო პირების უფლებებსა და სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლებას. მიღებული შესწორებები არ ვრცელდებოდა იმ მიწებზე, რომლებიც უკვე უცხოელი მოქალაქეების მფლობელობაში იყო.

ყველა ახალი ამბავი
0