ბურჯანაძე საქართველოში უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვას მოითხოვს

© photo: Sputnik / Denis Aslanovნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ბურჯანაძე კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას მოითხოვს, რომლის თანახმად უცხოელები საქართველოში მიწის ყიდვას ვერ შეძლებენ.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ქვეყანაში უცხოელებისთვის მიწის ნაკვეთების მიყიდვის აკრძალვას აუცილებლად მიიჩნევს.

პოლიტიკოსი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში შესწორების შეტანის წინადადებით გამოდის. მისი აზრით, დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს, რომ მიწა, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, სტრატეგიული, შეუცვლელი რესურსი, რომელიც არ მრავლდება და შესაძლოა ამოიწუროს, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების საკუთრება შეიძლება იყოს.

ქემალ თურმანიძე - Sputnik საქართველო
ბათუმში არსებული უნიკალური მუზეუმით უცხოელები დაინტერესდნენ

„გამოვდივართ კატეგორიული ინიციატივით, რომ საქართველოში მიწის მიყიდვა უცხოელებზე ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე აიკრძალოს. საქართველოში მიწა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს უნდა ეკუთვნოდეთ“, — განაცხადა ბურჯანაძემ ბრიფინგზე.

მორატორიუმი უცხოეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში მიწის ნაკვეთების მიყიდვის თაობაზე საქართველოში 2013 წლის ივლისში მიიღეს და მისი მოქმედების ვადა 2014 წლის 31 დეკემბერს შეწყდა.

საქართველოს პარლამენტმა მაშინ კანონში შესწორებები მიიღო, რომლის თანახმად, შეჩერდა იმ დებულების მოქმედება, რომელიც უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვის ნებას აძლევდა.

თუმცა მოგვიანებით, 2014 წლის ივნისში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პარლამენტის გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად სცნო.

საქართველოში მიწის გაყიდვის შესახებ დაწესებული აკრძალვა 2013 წლის სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოში ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ ავსტრიელმა თანამშრომელმა მატიას ხუტერმა გაასაჩივრა. სარჩელში მითითებული იყო, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება არღვევს კერძო პირების უფლებებსა და სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლებას.

მიღებული შესწორებები არ ვრცელდებოდა იმ მიწებზე, რომლებიც უკვე უცხოელი მოქალაქეების მფლობელობაში იყო.

ყველა ახალი ამბავი
0