პრემიერი: საქართველოს ხელისუფლების ჰუმანურობა ნურავის მოატყუებს

© FB / Георгий Квирикашвили გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში პოლიციელებთან შეხვედრაზე
გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში პოლიციელებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის სტაბილურობის ხელყოფის მსურველები მოსალოდნელ შედეგებზე გააფრთხილა.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ადამიანური სახე აჩვენა და ბათუმში დემონსტრაცია ძალისმიერი მეთოდებით არ დაშალა, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბათუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც შაბათს, 11 მარტს საღამოს, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ბათუმის ცენტრში უკანონო პარკირების გამო ერთ-ერთ მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რასაც იგი არ დაეთანხმა. ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა აჭარის პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. სტიქიური აქცია არეულობაში გადაიზარდა, რომელიც დილით სპეცდანიშნულების რაზმის ჩარევის შემდეგ დასრულდა.

"ქართულმა სახელმწიფომ აჩვენა ადამიანური სახე; ეს არის ის სახე, რომელსაც ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებთ და ეს არის ის ცვლილება, რომელიც მოიტანა 2012 წლის არჩევნებმა — საქართველო გახდა ადამიანზე ორიენტირებული ქვეყანა", — განუცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.

არეულობა ბათუმში - Sputnik საქართველო
ბათუმში მომხდარი არეულობის სამი ვერსია

მოქმედი ხელისუფლება, რომელსაც "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" წარმოადგენს, ხელმძღვანელობს სრულიად სხვა იდეალებით, აღნიშნა მან.

"გამოძიება გრძელდება. პირველ ეტაპზე ადამიანები ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებულნი, ახლა მიმდინარეობს უფრო ღრმა გამოძიება სისხლის სამართლის კუთხით და ყველა ადამიანი, ვინც ხელი აღმართა ქვეყანაში ყველაზე ძვირფასზე და ეს არის ქვეყნის სტაბილური განვითარება, რა თქმა უნდა, უნდა იყოს დასჯილი. როგორც აქციაში მონაწილე, ასევე მათი წამქეზებელი, ვინც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად უნდა დაისაჯოს", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ შეინარჩუნა სტაბილურობა იმის წყალობით, რომ სპეცრაზმმა არ იმოქმედა ისე, როგორც ეს ადრე არაერთხელ მომხდარა.

"ჩვენ მოთმინებით დაველოდეთ, ვიდრე მუხტი არ ჩაცხრებოდა და მხოლოდ მაშინ, როდესაც რამდენიმე ათეული ადამიანი დარჩა, რომელიც აბსოლუტურად ვანდალიზმში გადავიდა, მაშინ ჩაერთო სპეცრაზმი. ეს იყო გამიზნული, სწორი გადაწყვეტილება. ამ დროს აჩვენა საქართველოს მთავრობამ თავისი აბსოლუტურად განსხვავებული სახე — რომ ჩვენთვის ადამიანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

© Seyran Baroyanსპეცრაზმი იძულებული გახდა ბათუმის ცენტრში წესრიგის დასამყარებლად რეზინის ტყვიები გამოეყენებინა
სპეცრაზმი იძულებული გახდა ბათუმის ცენტრში წესრიგის დასამყარებლად რეზინის ტყვიები გამოეყენებინა - Sputnik საქართველო
სპეცრაზმი იძულებული გახდა ბათუმის ცენტრში წესრიგის დასამყარებლად რეზინის ტყვიები გამოეყენებინა

პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ პირადად იღებს პასუხისმგებლობას სახელმწიფოს ღირსეულ რეაგირებაზე.

"ნურავის მოატყუებს ეს ჩვენი ჰუმანური სახე და ნურავინ შეეცდება სახელმწიფოში სტაბილურობის შერყევას, რადგან სახელმწიფოს პასუხი იქნება ძალიან მკაცრი, როგორც კი დავინახავთ, რომ შეიძლება ზღვარი გადასცდეს წითელ ხაზს", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა ახსნა, რატომ იცდიდა პოლიცია ბათუმში არეულობის დროს

მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი სიტუაციის გამწვავებას ცდილობდა. პირდაპირ ჩანდნენ ორგანიზატორები და ისმოდა მათი მოწოდებებიც, დასძინა მან.

"ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ერთი ნაწილი, რომელიც პირდაპირ აქეზებდა ხალხს, თამაშობდა ადამიანების ემოციებზე. მათ მოინდომეს ის, რაც მოინდომეს, მაგრამ არ გამოუვიდათ და სრული კრახით დასრულდა. დავინახეთ, როგორ ცდილობდნენ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში ხალხის შეკრებას და 20-25 ადამიანზე მეტი ვერ მოიყვანეს", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

"დაველოდებით გამოძიებას. რა ვერსიას იხილავს გამოძიება, ნამდვილად არ ვიცი და არ ვერევი ამ საქმეში. გამოძიება, რა თქმა უნდა, გააკეთებს თავის საქმეს, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამაზე მთლიანად ეკისრება ამ პოლიტიკოსთა ჯგუფს, რომელიც მოქმედებდს დევიზით — "თუ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ქვეყანაში". ეს არის მათი დევიზი და არ გამოუვათ, რადგან ხალხი არის ჩვენს მხარეს", — დასასრულს აღნიშნა კვირიკაშვილმა.

© FB/ ბათუმის მერიაარეულობის მომდევნო დილა ბათუმში
არეულობის მომდევნო დილა ბათუმში - Sputnik საქართველო
არეულობის მომდევნო დილა ბათუმში

საქართველოს შს მინისტრის მონაცემებით, ბათუმში 11 მარტის ღამეს მომხდარი არეულობის შემდეგ პოლიციამ დაახლოებით 40 ადამიანი დააკავა, მოგვიანებით კი უმრავლესობა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. რვა ადამიანი 250 ლარით დაჯარიმდა, ერთს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, ორის მიმართ საქმისწარმოება შეწყდა.

მოგვიანებით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ციალა ქათამიძემ "Sputnik საქართველოს" ინტერვიუში განაცხადა, რომ ბათუმში 75 ადამიანია დაკავებული.

მასობრივი არეულობის გამო ქალაქს 150 000 ლარის ზარალი მიადგა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლებით — "მასობრივი არეულობა" და "პოლიციელზე თავდასხმა".

ყველა ახალი ამბავი
0